ბოლო 4-5 თვეში რამდენიმე ასეული ფაქტი დაფიქსირდა, როცა ჩვენს თანამშრომლებთან შევიდნენ აშკარა კონფლიქტში და გაუსწორდნენ ფიზიკურადაც – არ ვაპირებთ ამ დანაშაულებრივ ქმედებებზე თვალი დავხუჭოთ – კახა კალაძე

ბოლო 4-5 თვეში რამდენიმე ასეული ფაქტი დაფიქსირდა, როცა ჩვენს თანამშრომლებთან შევიდნენ აშკარა კონფლიქტში და გაუსწორდნენ ფიზიკურადაც – ეს, რა თქმა უნდა, არის ყოვლად მიუღებელი, დაუშვებელი და არ ვაპირებთ რომ ამ დანაშაულებრივ ქმედებებზე თვალი დავხუჭოთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა მ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ახლა მინდა შევეხო საკითხს, რომელიც მართლაც რომ არაადამიანური და კატეგორიულად მიუღებელია – საკითხი ეხება ჩვენი თანამშრომლების მიმართ გამოვლენილი შეურაცხყოფისა და ფიზიკური ძალადობის ფაქტებს.
იმისთვის, რომ ქალაქი იყოს მუდმივად მოწესრიგებული, მგზავრობა იყოს უსაფრთხო, მანქანები იყოს სწორად დაპარკინგებული, არ ხდებოდეს უკანონო მშენებლობები, არ მიმდინარეობდეს ქაოსური გარე ვაჭრობა, სამშენებლო თუ სხვა სახიფათო მასალებით ქალაქის დაბინძურება და ა.შ., ჩვენი თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში თავდაუზოგავად შრომობენ და ახორციელებენ სამსახურებრივ მოვალეობას.
კანონის აღსრულების პარალელურად გახშირდა შემთხვევები, როცა ჩვენი თანამშრომლების მიერ თავიანთი უფლებამოსილების განხორციელების დროს, სამართალდამრღვევები შეურაცხყოფენ მათ და ზოგჯერ ფიზიკურადაც კი ეხებიან.
ბოლო 4-5 თვეში რამდენიმე ასეული ფაქტი დაფიქსირდა, როცა ჩვენს თანამშრომლებთან შევიდნენ აშკარა კონფლიქტში და გაუსწორდნენ ფიზიკურადაც. ეს, რა თქმა უნდა, არის ყოვლად მიუღებელი, დაუშვებელი და არ ვაპირებთ, რომ ამ დანაშაულებრივ ქმედებებზე თვალი დავხუჭოთ და ჩვენი თანამშრომლების შეურაცხყოფა სამართალდამრღვევებს შერჩეთ.
ასეთ შემთხვევებში, მივმართავთ სამართალდამცავებს და, რიგ შემთხვევებში, მოხდა სამართალდამრღვევების გაფრთხილება ან/და ფულადი ჯარიმების დაკისრება, თუმცა ვფიქრობთ, ეს არასაკმარისია. მინდა ვიცე-მერს, ს დავავალო, რომ, შესაბამის უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, თითოეული ასეთი შემთხვევისათვის უსწრაფესად გატარდეს კანონის ფარგლებში არსებული უმკაცრესი ზომები.
აქვე მინდა, კიდევ ერთხელ, უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩვენს ინსპექტორებს, ჩვენს თითოეულ თანამშრომელს და გამოვხატო თანადგომა თითოეული მათგანის მიმართ.
მინდა იცოდეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა თქვენი საქმიანობა იყოს უსაფრთხო და ღირსეული, რადგან სწორედ თითოეული თქვენგანის შრომაზეა დამოკიდებული ქალაქში როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის გამართული ფუნქციონირება, ასევე ზოგადად, წესრიგის დაცვა“,-აღნიშნა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ქართველ ხალხს ანალიზის კარგი უნარი აქვს, ის თვალნათლივ ხედავს, რომ დასავლეთი არა საქართველოს ინტერესებისთვის და ძლიერი საქართველოსთვის, არამედ პირადი მერკანტილური მიზნებისთვის იბრძვის

თუ ვინმე მიზნად ისახავს, მოსახლეობაში ევროკავშირისადმი ნდობა ერთნიშნა მაჩვენებლამდე დაიყვანოს, გააგრძელოს სააკაშვილის მხარდაჭერა, უიღბლო რევოლუციონერების დაფინანსება, ქართველი ხალხის დასჯის ახალი მექანიზმების შემუშავება