“ბოლო 4 წლის განმავლობაში ალბათ საქართველოს რკინიგზაში კორუფციის დონე უბრალოდ კოსმოსური იყო. ეს არ იყო საქართველო, ეს იყო ზიმბაბვე. ყველაფრის მოპარვა შეიძლებოდა, ანუ კორუფციის დონე ტენდერებში კატასტროფული იყო, ფასები რამდენჯერმე იზრდებოდა, ყიდულობდნენ პროდუქტებს, რომლებიც არ იყო საჭირო. უბრალოდ მოიგონეს პროდუქტები, რომ მოეპარათ. ეს იყო ძალიან სამწუხარო და ჩვენ რამდენადაც შეგვეძლო ვიბრძოდით, რაღაცას ვიხსნიდით მთავრობას, სადღაც გამოდიოდა, სადღაც არა. მაგრამ ზოგადად, ძალიან სამწუხარო საყურებელი იყო – ამბობს BM.ge-ს ეთერში ესტონელ ბიზნესმენი, Skinest Group მმართველი პარტნიორი, ოლეგ ოსინოვსკი.
Skinest Group რკინიგზის ერთ-ერთ ტენდერში მონაწილეობდა, რომელიც რკინიგზის ლოკომოტივების შეკეთებაზე გამოცხადდა. 270 – მილიონიან ტენდერში კომპანია “გეორგიამ” გაიმარჯვა, რომელიც დამკვეთს ლოკომოტივების რუსეთში შეკეთებას სთავაზობდა, Skinest -ს კი დაკვეთა ევროკავშირის ქვეყანაში უნდა შეესრულებინა. ამ საქმეზე კომპანიამ გამოძიებისთვის პროკურატურას მიმართა




