ბოლო 4 წელში ირანთან სავაჭრო ბრუნვა 210%-თაა გაზრდილია – რას ვყიდულობთ და ვყიდით სტრატეგიულ პარტნიორთან

მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში საქართველო-ირანს შორის სავაჭრო ბრუნვა $149.468 მლნ-ს შეადგენდა, რაც წინა თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. გასულ წელს სავაჭრო ბრუნვა 133.061 მლნ იყო. კიდევ უფრო ნაკლები იყო სავაჭრო ბრუნვა წინა წლებში:
2022 წლის იანვარ-ივნისში – $113.338 მლნ;
2021 წლის იანვარ-ივნისში – $64.013 მლნ.
2020 წლის იანვარ-ივნისში – $48.066 მლნ.
გასულ წელს ექსპორტზე $13.770 მლნ-ის პროდუქტები გაიტანა.
რაც შეეხება ექსპორტის და იმპორტის მაჩვენებს, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოდან ირანში $13.770 მლნ-ის პროდუქტი გავიდა, რაც 2023 წლის 6 თვეში ექსპორტის მაჩვენებელზე ($12.710 მლნ) 8.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ირანიდან $135.698 მლნ-ის პროდუქციის იმპორტი განხორციელდა, რაც 2023 წლის 6 თვის იმპორტის მაჩვენებელზე ($120.351 მლნ) 12%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ტოპ 10 ექსპორტირებული პროდუქტის ჩამონათვალი ასეთია:
· წიფლის ხე–ტყის მასალა – 3406,04 მლნ;
· ახალი ან ხმელი ბანანები – 1364,25 მლნ;
· სიმინდი – 961,97 მლნ;
· შოკოლადის და კაკაოს შემცველი მზაკვების პროდუქტები – 831,38 მლნ;
· მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი – 763,07 მლნ;
· თვლიანი ტრაქტორები ნახევრად მისაბმელებისათვის – 739,26 მლნ;
· ხელის ინსტრუმენტები ჩადგმული ელექტრული ძრავით – 476,65 მლნ;
· მსუბუქი ავტომობილები, შიგაწვის ძრავით ნაპერწკლოვანი ანთებით – 352,20 მლნ;
· ადამიანის სისხლი; ასევე ცხოველების სისხლი თერაპიული, პროფილაქტიკური ან დიაგნოსტიკური მიზნებით გამოსაყენებლად, ვაქცინები, ტოქსინები, მიკროორგანიზმების კულტურები – 322,98 მლნ;
· ბატკნის ნაკლავი, ახალი ან გაცივებული – 309,46 მლნ.
ტოპ 10 იმპორტირებული პროდუქტის ჩამონათვალი ასეთია:
· რკინის ან ფოლადის წნელები – $34344,55 მლნ;
· პოლიეთილენი ხვედრითი წონით 094 ან მეტი – $10156,37 მლნ;
· კერამიკული ფილები – $9422,43 მლნ;
· რკინის ან არალეგირებული ფოლადის წნელები – $5601,78 მლნ;
· ბუხტებად დახვეული რკინის წნელები – $5146,84 მლნ;
· რკინა და არალეგირებული ფოლადი ზოდებში – $3269,65 მლნ;
· რკინის ან არალეგირებული ფოლადის მავთული – $2827,36 მლნ;
· კარაქი (ნატურალური, რეკომბინირებული, შრატის და სხვა) – $2451,28 მლნ;
· კერამიკული ფილები წყლის შთანთქმის კოეფიციენტით 10მას% -ზე მეტი – $2324,44 მლნ;
· პოლიეთილენის ან პოლიპროპილენის ზოლების ტომრები და პაკეტები – $2015,84 მლნ.

ასევე დაგაინტერესებთ