ბოლო 24 საათში 97 შეტაკება მოხდა, ღამით ჩამოვაგდეთ 41 დრონი | უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა ს 50 “შაჰიდის” ტიპის დრონით შეუტიეს. უწყების თქმით, უკრაინელებმა 41 მათგანი ჩამოაგდეს.
“ღამით რუსმა დამპყრობლებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს ს “შაჰიდის” ტიპის 50 უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გაანადგურეს 41 თავდასხმის დრონი,” – ნათქვამია გენშტაბის ანგარიშში.
ამას გარდა, გენშტაბი აღნიშნავს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთსა და უკრაინას შორის 97 საბრძოლო შეტაკება მოხდა – ჯამში ოკუპანტებმა 4 სარაკეტო და 104 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, 101 ჭურვი ისროლეს უკრაინის ჯარებისა და დასახლების პოზიციებზე.