ბოლო 24 საათში მტკვრიდან ჯამში 4 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს

ბოლო 24 საათში მტკვრიდან ჯამში 4 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს – ინფორმაცია “მთავარს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში “მთავარს” განუცხადეს, აქედან 2 ადამიანი მდინარეში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრები არიან, რომლებიც მანქანასთან ერთად დღეს დილით ამოიყვანეს. კიდევ 2 ცხედარი ავტომობილის ძებნის დროს აღმოაჩინეს – ერთ-ერთი მათგანი 44 დღის წინ დაკარგული აითაჯ მამედოვაა, ხოლო კაცის ვინაობა ამ დროისთვის უცნობია. ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
საგანგებოს ცნობით, ავტომობილის კიდევ ერთ მგზავრს ამ დრომდე ეძებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო