“ბოლო 20 წლის განმავლობაში საუკეთესო იტალიელი მე-9 ნომერია” – “ჯენოას” პრეზიდენტი ბალოტელიზე

“ჯენოას” პრეზიდენტმა ალბერტო ძანგრილომ მის გუნდში მარიო ბალოტელის შესაძლო მისვლაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ 34 წლის იტალიელი თურქული “ადანა დემირსპორიდან” წამოსვლის შემდეგ თავისუფალი აგენტია და მოლაპარაკებებს სწორედ გენუელებთან აწარმოებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტრანსფერი სულ მალე გაოიფიცალურდება და ბალოტელისაც “ჯენოას” ფორმით ვიხილავთ.
“არ ვეთანხმები იმას, რომ ბალოტელის მოსვლამ შესაძლოა, გუნდში რაიმე განხეთქილება გამოიწვიოს. ჩემი აზრით, “სუპერ მარიო” ბოლო 20 წლის განმავლობაში.საუკეთესო იტალიელი მე-9 ნომერი იყო.
დარწმუნებული ვარ, რომ მას შეუძლია დაბრუნდეს იმ დონეზე, როგორზეც ადრე იყო. მე მასზე უარს არასდროს ვიტყვი, რადგან
რომანტიკული ფეხბურთელი მომწონს”, – თქვა ძანგრილომ Radio Sportiva-სთან საუბრისას.