ბოლო 20 წელში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა თითქმის 2-ჯერ გაიზარდა – სტატისტიკა

2024 წელს ავტოსაგზაო შემთხვევათა რაოდენობამ 5 866 შეადგინა, რაც 2004 წლის მაჩვენებელზე თითქმის ორჯერ მეტია. ამის შესახებ „საქსტატის“ ინფორმაციიდან ვიგებთ.
მონაცემების მიხედვით, 2004 წელს შემთხვევათა რაოდენობა 2 936 იყო, მომდევნო 4-4 წელიწადში კი განსხვავებული დინამიკით ხასიათდებოდა. უფრო კონკრეტულად, ოთხწლიანი ინტერვალით სტატისტიკა ასეთია:
· 2004 წელი – 2 936 ავტოსაგზაო შემთხვევა;
· 2008 წელი – 6 015 ავტოსაგზაო შემთხვევა;
· 2012 წელი – 5 359 ავტოსაგზაო შემთხვევა;
· 2016 წელი – 6 939 ავტოსაგზაო შემთხვევა;
· 2020 წელი – 4 999 ავტოსაგზაო შემთხვევა;
· 2024 წელი – 5 866 ავტოსაგზაო შემთხვევა.
ცნობისთვის, მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში ამჟამად 1 948 428 ავტომობილია რეგისტრირებული.
tia.ge