ბოლო 12 წლის განმავლობაში საქართველოში 8 არჩევნები გაიმართა – რამდენი ამომრჩეველი იღებდა მონაწილეობას?

26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო ჩატარდება.
უკვე 12 წელია, რაც ქართული ოცნება ქვეყანას მართავს – ამ ხნის განმავლობაში საქართველოში ჯამში 8 არჩევნები გაიმართა, მათ შორის, 3 საპარლამენტო, 2 საპრეზიდენტო და 3 ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები (ამ სტატიაში არ განვიხილავთ შუალედურ არჩევნებს).
აქამდე, 2020 წლის არჩევნების გარდა, საპარლამენტო არჩევნებზე 150 დეპუტატს შორის 77 პროპორციულად, 73 კი მაჟორიტარული წესით ირჩეოდა, მომავალი არჩევნები კი სრულად პროპორციული სისტემით და 5%-იანი ბარიერით გაიმართება.
ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი აქტივობა 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლინდა, რომელშიც რეგისტრირებული ამომრჩევლების დაახლოებით 61%-მა მიიღო მონაწილეობა.
ყველაზე დიდი იყო რეგისტრირებული ამომრჩევლების სიაც, რომელმაც ჯამში 3 613 851 ადამიანი მოიცვა. მომდევნო არჩევნებში ეს მაჩვენებელი შემცირდა და დაახლოებით 3.5 მილიონამდე დავიდა.
ამ რეგისტრირებულ ამომრჩევლებს შორის ხმა 2 251 661 ადამიანმა მისცა, ბათილად კი 62 874 ბიულეტენი გამოცხადდა.
· რეგისტრირებული ამომრჩეველი: 3 613 851
· მონაწილე: 2 251 661 (61%)
· გაბათილებული ბიულეტენები: 62 874
ამასთან, ამ არჩევნებზე რეკორდულ ნიშნულად ქართული ოცნების შედეგიც გამოდგა – დაახლოებით 2.2 მილიონ ადამიანს შორის ახლანდელმა მმართველმა პარტიამ ხმების პროპორციული სისტემით 54.97% მოიპოვა, ანუ მას ხმა 1 181 862 ამომრჩეველმა მისცა. შედეგად, მან 77-ს შორის 44 მანდატი მოიპოვა.
ქართული ოცნების მთავარმა ოპონენტმა, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელიც იმ დროისთვის მმართველ პარტიას წარმოადგენდა, 867 432 ხმა, ანუ ყველა ხმის 40.34% მიიღო და პარლამენტში 33 ადგილი მოიპოვა.
სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა მანდატის მოპოვება ვერ მოახერხეს და პარლამენტის მიღმა დარჩნენ. ასეთმა პარტიებმა სულ 100 733 ხმა მიიღეს, შედეგად, ჯამში ხმების 4.70% გაიფანტა.
მთლიანობაში, არჩევნებზე ხმების 1%-ზე მეტი შემდეგმა პარტიებმა მიიღეს:
· – ქართული ოცნება: 54.97% (1 181 862 ხმა), 44 მანდატი
· ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – მეტი სარგებელი ხალხს: 40.34% (867 432 ხმა), 33 მანდატი
· გიორგი თარგამაძე – ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება: 2.04% (43 805 ხმა)
· შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია: 1.24% (26 621 ხმა)
2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი წესით ჩატარდა და მასში მონაწილეობა 2012 წელთან შედარებით ნაკლებმა ადამიანმა, 3 537 719 რეგისტრირებული ამომრჩეველს შორის 46.95%-მა მიიღო – ხმა 1 660 976-მა ამომრჩეველმა მისცა, ბათილად კი 30 101 ბიულეტენი გამოცხადდა.
· რეგისტრირებული ამომრჩეველი: 3 537 719
· მონაწილე: 1 660 976 (46.95%)
· გაბათილებული ბიულეტენები: 30 101
ამ შემთხვევაშიც ქართული ოცნების კანდიდატმა, გიორგი მარგველაშვილმა გაიმარჯვა, რომელმაც 1 012 569 ხმა, ანუ ხმების 62.12% მოიპოვა. მეორე ადგილზე კი ხმების 21.72%-ით გავიდა ენმ­-ს კანდიდატი, დავით ბაქრაძე, რომელმაც 354 103 ხმა მიიღო.
მესამე ადგილზე დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს კანდიდატი, ნინო ბურჯანაძე გავიდა. მან ხმების 10.19%, ანუ 166 061 ხმა მოიპოვა.
მათ გარდა არჩევნებში მონაწილეობა 20-მა კანდიდატმა მიიღო, რომელთა შორის ხმების 1%-ზე მეტის მოპოვება საქართველოს ლეიბორისტული პარტიის კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა (2.88%) და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის კანდიდატმა, გიორგი თარგამაძემ (1.06%) მოახერხეს.
მარგველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ არჩევნებამდე, 2012 წლის 15 ოქტომბერს, პარლამენტის მიერ მიღებული საკონსტიტუციო შესწორება ამოქმედდა, რომლითაც უფლებამოსილებები პრეზიდენტს შეეკვეცა, პრემიერსა და პარლამენტს კი გაეზარდათ.
მთლიანობაში, ხმების 1%-ზე მეტის მოპოვება შემდეგმა კანდიდატებმა მოახერეს:
· (ქართული ოცნება): 62.12% (1 012 569 ხმა)
· დავით ბაქრაძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა): 21.74% (354 103 ხმა)
· ნინო ბურჯანაძე (დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო): 10.19% (166 061 ხმა)
· შალვა ნათელაშვილი (საქართველოს ლეიბორისტული პარტია): 2.88% (46 984 ხმა)
· გიორგი თარგამაძე (ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა): 1.06% (17 354 ხმა)
2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები ორ ტურად ჩატარდა. 15 ივნისს პირველი ტური ჩატარდა, ხოლო 12 ივლისს 8 ქალაქსა და 13 მუნიციპალიტეტში მეორე ტური გაიმართა.
2014 წლის არჩევნების ფარგლებში საქართველოს მოსახლეობამ 12 ქალაქის მერი, 59 გამგებელი და საკრებულოს 2083 წევრი აირჩია.
მეორე ტური 8 ქალაქსა და 13 მუნიციპალიტეტში ჩატარდა.
პირველ ტურში რეგისტრირებული იყო 3 429 748 ამომრჩეველი, რომელთაგან არჩევნებში მონაწილეობა დაახლოებით 43,41%-მა, ანუ 1 475 372 ამომრჩეველმა მიიღო, ბათილად კი 67 863 ბიულეტენი გამოცხადდა.
მეორე ტურში რეგისტრირებული იყო 1 715 514 ამომრჩეველი. აქტივობამ დაახლოებით 36% შეადგინა, ანუ ხმა 617 451 ადამიანმა მისცა.
მთლიანად საქართველოს მასშტაბით, თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნებში 1%-ზე მეტი შემდეგმა პარტიებმა მოიპოვეს:
· ქართული ოცნება: 50.82% (719 431 ხმა)
· ენმ: 22.42% (317 395 ხმა)
· ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია: 10.22% (144 691 ხმა)
· საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: 4.72% (66 805 ხმა)
· საქართველოს ლეიბორისტული პარტია: 3.45% (48 862 ხმა)
· არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე): 2.24% (31 725 ხმა)
· – საქართველოს გზა: 1.21% (17 149 ხმა)
2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა 3 513 884 რეგისტრირებული ამომრჩევლის 51.63%-მა, 1 825 054 ადამიანმა მიიღო, ხოლო ბათილად 62 678 ბიულეტენი გამოცხადდა.
· რეგისტრირებული ამომრჩეველი: 3 513 884
· მონაწილე: 1 825 054 (51.63%)
· გაბათილებული ბიულეტენები: 62 678
მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ, პროპორციული წესით 856 638 ხმა, ანუ ყველა ხმის 48.68% მიიღო და 44 მანდატი მოიპოვა. ენმ-ს ხმა 477 053 ადამიანმა მისცა, ანუ მან ხმების 27.11% და 27 მანდატი მიიღო. მანდატები მოიპოვა ახალმა პარტიამაც, , ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია. მან ხმების 5.01% მიიღო და 6 მანდატი მოიპოვა.
ბოლო 12 წლის განმავლობაში 2016 წლის არჩევნებზე ხმების ყველაზე დიდი წილი გაიფანტა – პარტიებმა, რომლებმაც, 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს, ჯამში 377 844 ხმა, ანუ ხმების 19.21% მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ასეთ პარტიებს შორის ოთხმა ხმების 3%-ზე მეტი მოიპოვა.
ასეთი შედეგი თავისუფალმა დემოკრატებმა, დემოკრატიულმა მოძრაობამ, საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ და პარტიამ, სახელმწიფო ხალხისთვის, აჩვენეს.
მთლიანობაში, ხმების 1%-ზე მეტი შემდეგმა პარტიებმა მიიღეს:
· ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო: 48.68% (856 638 ხმა), 44 მანდატი
· ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: 27.11% (477 053 ხმა), 27 მანდატი
· დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია: 5.01% (88 097 ხმა), 6 მანდატი
· ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები: 4.63% (81 464 ხმა)
· ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა: 3.53% (62 166 ხმა)
· პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის: 3.45% (60 681 ხმა)
· შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია: 3.14% (55 208 ხმა)
· უსუფაშვილი – რესპუბლიკელები: 1.55 % (27 264 ხმა)
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ორ ტურად გაიმართა – პირველი ტური 21 ოქტომბერს, მეორე კი 12 ნოემბერს ჩატარდა.
პირველი ტურის ფარგლებში საქართველოს მოსახლეობამ 4 წლის ვადით აირჩია 4 ქალაქის მერი, 59 თვითმმართველი თემის მერი და საკრებულოს 2 033 წევრი. მეორე ტური კი ექვსი საარჩევნო ოლქის 317 საარჩევნო უბანზე, მათ შორის ქალაქ ქუთაისში, ერთ საარჩევნო უბანზე ჩატარდა.
პირველ ტურში რეგისტრირებული იყო 3 440 123 ამომრჩეველი, რომელთა შორის არჩევნებში მონაწილეობა 1 577 503 ადამიანმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 45.86% იყო.
მეორე ტურში 328 272 რეგისტრირებულ ამომრჩეველს შორის მონაწილეობა 109 402 ადამიანმა, ანუ 33.33%-მა მიიღო.
მთლიანად საქართველოს მასშტაბით, თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნებში ხმების 1%-ზე მეტი შემდეგმა პარტიებმა მიიღეს:
· ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო: 55.81% (838 154 ხმა)
· ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: 17.08% (256 547 ხმა)
· ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო: 10.4% (156 232 ხმა)
· დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: 6.56% (98 530 ხმა)
· შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია: 3.27% (49 130 ხმა)
· დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა – დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველო: 2.59% (38 898 ხმა)
· – ერთობა ახალი საქართველო: 1.23% (18 426 ხმა)
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ორ ტურად ჩატარდა – პირველი ტური 28 ოქტომბერს, მეორე კი 28 ნოემბერს გაიმართა.
პირველ ტურზე ამომრჩეველთა მონაწილეობა შედარებით დაბალი, 46.82% იყო. არჩევნებზე რეგისტრირებული 3 518 877 ამომრჩევლიდან არჩევნებზე 1 647 878 მივიდა, ბათილად კი 53 847 ბიულეტენი გამოცხადდა.
· რეგისტრირებული ამომრჩეველი: 3 518 877
· მონაწილე: 1 647 878 (46.82%)
· გაბათილებული ბიულეტენები: 53 847
პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოახერხა, რომ ხმების ნახევარზე მეტი მიეღო – პირველ ორ ადგილზე გავიდა ქართული ოცნების კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი და ენმ-ს კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე. ზურაბიშვილმა 615 572 ხმა, ანუ ხმების 38.64% მიიღო, ვაშაძემ კი 601 224 ხმა, ანუ ხმების 37.74% მოიპოვა.
მესამე ადგილზე 10.97%-ით ევროპული საქართველოს კანდიდატი, დავით ბაქრაძე გავიდა, რომელმაც 174 849 ხმა მოიპოვა.
სხვა კანდიდატებს შორის ხმების 1%-ზე მეტი დავით უსუფაშვილმა (2.26%), ზურაბ ჯაფარიძემ (2.26%) და კახა კუკავამ (1.33%) მიიღეს.
· სალომე ზურაბიშვილი (ქართული ოცნება): 38.64% (615 572 ხმა)
· გრიგოლ ვაშაძე (ენმ): 37.74% (601 224 ხმა)
· დავით ბაქრაძე (ევროპული საქართველო): 10.97% (174 849 ხმა)
· შალვა ნათელაშვილი (საქართველოს ლეიბორისტული პარტია): 3.74% (59 651 ხმა)
· დავით უსუფაშვილი (თავისუფალი დემოკრატები): 2.26% (36 037 ხმა)
· ზურაბ ჯაფარიძე (გირჩი): 2.26 (36 034 ხმა)
· კახა კუკავა (თავისუფალი საქართველო): 1.33% (21 186 ხმა)
მეორე ტური ზურაბიშვილსა და ვაშაძეს შორის გაიმართა და მასში პირველ ტურთან შედარებით საგრძნობლად მეტმა, 1 988 787 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლების 56.36%-ს შეადგენდა. ბათილად 59 778 ბიულეტენი გამოცხადდა.
· რეგისტრირებული ამომრჩეველი: 3 528 658
· მონაწილე: 1 988 787 (56.36%)
· გაბათილებული ბიულეტენები: 59 778
საბოლოო გამარჯვება სალომე ზურაბიშვილმა მოიპოვა, რომელმაც 1 147 701 ხმა, ანუ ხმების 59.52% მიიღო, ვაშაძეს კი ხმა 40.48%-მა, ანუ 780 680-მა მოქალაქემ მისცა.
· სალომე ზურაბიშვილი: 59.52% (1 147 701 ხმა)
· გრიგოლ ვაშაძე: 40.48% (780 680 ხმა)
ივანიშვილის დარღვეული პირობის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით, მისივე სიტყვებით, „ნულოვანი საარჩევნო ბარიერის“, ანუ ბუნებრივი ბარიერის პირობებში უნდა ჩატარებულიყო.
თუმცა, ქართული ოცნების რიგებში ორკესტრირებული დაპირისპირება გათამაშდა და მმართველმა პარტიამ თავისივე ინიციირებული კანონპროექტი არ დაამტკიცა. ამგვარად, ეს დაპირებაც დაპირებად დარჩა.
თუმცა, საპროტესტო აქციების, საპასუხო რეპრესიისა და პოლიტიკური ნიშნით დაკავებების შემდეგ, დასავლელი პარტნიორების მედიაციით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები გაიმართა.
შედეგად, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერმა 5%-იდან 1%-მდე დაიწია და პროპორციული წესით მინიჭებული მანდატების რაოდენობა 77-დან 120-მდე გაიზარდა.
არჩევნებში 3 511 853 რეგისტრირებული ამომრჩეველის დაახლოებით 56.7%-მა, ანუ 1 992 891 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ბათილად 65 434 ბიულეტენი გამოცხადდა.
· რეგისტრირებული ამომრჩევლები: 3 511 853
· მონაწილეები: 1 992 891 (56.7%)
· გაბათილებული ბიულეტენები: 65 434
პირველ ტურში, რომელიც პროპორციული წესით ჩატარდა, ქართულმა ოცნებამ 928 004 ხმა, ანუ ხმების 48.22% მიიღო და 60 მანდატი მოიპოვა. მეორე ადგილზე გავიდა ენმ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, რომელმაც ხმების 27.18%, ანუ 523 127 ხმა მოიპოვა და 36 მანდატი მიიღო.
მთლიანობაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:
· ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო: 48.22% (928 004 ხმა), 60 მანდატი
· საარჩევნო ბლოკი ენმ – გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია”: 27.18% (523 127 ხმა), 36 მანდატი
· ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის: 3.79% (72 986 ხმა), 5 მანდატი
· ლელო – : 3.15% (60 712 ხმა), 4 მანდატი
· გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი: 3.15% (60 671 ხმა), 4 მანდატი
· დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი:3.14% (60 480 ხმა), 4 მანდატი
· გირჩი: 2.89% (55 598 ხმა), 4 მანდატი
· ელისაშვილი მოქალაქეები: 1.33% (25 508 ხმა), 2 მანდატი
· შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია: 1.00% (19 314 ხმა), 1 მანდატი
ბოლო 12 წლის განმავლობაში 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე უმანდატოდ ყველაზე მეტი, 41 მონაწილე პარტია დარჩა, თუმცა ხმების მხოლოდ 5.83%, ანუ 112 617 ხმა გაიფანტა.
პირველი ტური ოპოზიციურმა პარტიებმა გაყალბებულად გამოაცხადეს, ისინი პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობდნენ და არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადეს.
მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართა. მაჟორიტარულ არჩევნებზე რეგისტრირებულ 2 140 210 ადამიანს შორის მონაწილეობა მხოლოდ 26.29%-მა, ანუ 562 664 ადამიანმა მიიღო. შედეგად, ყველა მაჟორიტარულ ოლქში ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა.
2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები ორ ტურად გაიმართა – პირველი ტური 2 ოქტომბერს, მეორე კი 30 ოქტომბერს ჩატარდა.
საქართველოს მოსახლეობამ ამ არჩევნების ფარგლებში 64 საკრებულოს 2 068 წევრი, 5 ქალაქის მერი და 64 თვითმმართველი თემის მერი აირჩია.
პირველ ტურში რეგისტრირებული იყო 3 497 345 ამომრჩეველი, რომელთა შორის არჩევნებში მონაწილეობა 1 824 314-მა ადამიანმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 52.16% იყო. მეორე ტურში კი 2 088 722 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, რომელთაგან მონაწილეობა 1 028 776-მა, ანუ 49.25%-მა მიიღო.
მთლიანად საქართველოს მასშტაბით, თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნებში ხმების 1%-ზე მეტი შემდეგმა პარტიებმა მიიღეს:
· ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო: 46.747% (824 755 ხმა)
· ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: 30.674% (541 188 ხმა)
· გახარია – საქართველოსთვის: 7.808% (137 764 ხმა)
· ლელო: 2.713% (47 861 ხმა)
· ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის: 1.658 % (29 251 ხმა)
· დავით თარხან-მოურავი; ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: 1.456% (25 697 ხმა)
· ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, გირჩი – მეტი თავისუფლება: 1.443% (25 467 ხმა)
· შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია: 1.379 % (24 329 ხმა)
· მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი: 1.341% (23 656 ხმა)
tabula.ge