ბოლო 10 წელში, C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში საჭიროების მქონე 107 200 ათასი პირიდან 92 910 ჩაერთო, რომელთა 98,1% უკვე განიკურნა

10 წლის განმავლობაში, C ჰეპატიტის მქონე 107 200 პირი გამოვლინდა, რომელთაც მკურნალობა ესაჭიროებოდა, აქედან კი მკურნალობაში 92 910 პირი ჩაერთო.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ განუცხადეს, განკურნების მაჩვენებელი 98,1%-ს შეადგენს.
„გაცნობებთ, რომ 2015 წლიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გამოვლენილია C ჰეპატიტზე კონფირმაციით დადებითი 107,2 ათასი პირი, რომელთაც ესაჭიროებათ მკურნალობა. მკურნალობაში ჩაერთო 92 910 პირი, მკურნალობა დაასრულა 89 775 პირმა, ხოლო განკურნების მაჩვენებელი შეადგენს 98,1%-ს“,- ნათქვამია „ინტერპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილ ინფორმაციაში.
ipn.ge

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრეი სიბიგა – ვაფასებთ პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევის მოწოდებას, რომ ომის შეჩერების დრო დადგა – პუტინის პრესმდივანმა უკვე უარყო ეს წინადადებაც, დასკვნა ასეთია: მოსკოვზე უფრო ძლიერი ზეწოლაა საჭირო