რუსი მიგრანტები საქართველოში პოზიციებს იმყარებენ. იუსტიციის სამინისტრო იძულებული გახდა, რომ ოფიციალური მონაცემები გაესაჯაროებინა. ამ დოკუმენტაციით ირკვევა, რომ, მხოლოდ თბილისში, ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებმა ერთ წელიწადში 3000-მდე ერთეული უძრავი ქონება შეიძინეს.
დაახლოებით მსგავსია სტატისტიკა ზღვისპირა რეგიონისთვისაც. ფართოვდება რუსული ბიზნესის ქსელიც – რუსი მესაკუთრეები განსაკუთრებულად ტურიზმის სფეროში აქტიურობენ. ქართული ტუროპერატორებისთვის სასურველი რუსი ტურისტები ახლა ძირითადად საკუთრი თანამოქალაქეების შეთავაზებული სერვისით სარგებლობენ. “ქართული ოცნების” ხელისუფლება პოლიტიკის შეცვლას არც ამ ვითარებაში გეგმავს და ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის რეჟიმის შეცვლას არ აპირებს.
