ბოლო ხუთ წელიწადში იახტების იმპორტი 4-ჯერ გაიზარდა – ვის შემოჰყავს საქართველოში მცურავი საშუალებები?

საქართველოში იახტების და სხვა მოცურავე საშუალებების იმპორტი, ბოლო ხუთ წელიწადში 267.7%-ით გაიზარდა. როგორც საქსტატის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2019 წელთან შედარებით, იახტების და სხვა მოცურავე საშუალებების იმპორტი თითქმის 4-ჯერ გაიზარდა.
2023 წლის იანვარ-დეკემბერში საქართველომ 3 584 420 დოლარის იახტები (იახტები და სხვა მოცურავე საშუალებები დასვენების ან სპორტისთვის) იყიდა, მაშინ როდესაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 974 920 აშშ დოლარი იყო.
რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2024 წლის 8 თვეში საქართველომ უკვე 4.06 მლნ აშშ დოლარის იახტები და სხვა მცურავი საშუალებები იყიდა.
კომპანიები, რომლებსაც საქართველოში ყველაზე მეტი მცურავი საშუალება შემოჰყავთ, შემდეგია:
· ი.მ ლუკა ჭიჭინაძე
· შპს VITA – 2013 წელს რეგისტრირებული კომპანიის წილის 50%-ს მიხეილ წულაძე ფლობს, 50% ეკუთვნის კომპანიის დირექტორს მიხეილ ბოგვერაძეს.
· შპს ოკეანიუს 3 – 2023 წელს რეგისტრირებული კომპანია ლუკა კირკიტაძის საკუთრებაა.
· შპს ტრანსპორტერი – 2015 წელს რეგისტრირებული კომპანიის 90% სერგო შუღაროვის საკუთრებაა, 10% კი აკაკი ალადაშვილს ეკუთვნის.
· შპს ჯი-თი გრუპი – 2005 წელს რეგისტრირებულ კომპანიას თანაბრად 33.3%-ად იყოფა სამ მფლობელზე: გიორგი გველესიანი, გიორგი თავდიშვილი და თემურ უსტიაშვილი.
ცნობისთვის, ბოლო წლების განმავლობაში იახტების და კატერების ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორი კომპანია Ramses Yachts-ი გაჩერებულია.

ასევე დაგაინტერესებთ