ბოლო ხუთი წლის ჭრილში გვაქვს ეკონომიკური ზრდის რეკორდული მაჩვენებელი არა მხოლოდ ჩვენს, არამედ ფართო რეგიონში – ირაკლი ნადარეიშვილი

“შარშანდელი წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო – ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 7,5 პროცენტი შეადგინა. ბოლო ხუთი წლის ჭრილში ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ზრდის რეკორდული მაჩვენებელი არა მხოლოდ ჩვენს, არამედ ფართო რეგიონშიც. ამას საფუძვლად უდევს ფუნდამენტური მაკროეკონომიკური პარამეტრები და რეფორმები, რომელთაც სახელმწიფო თანმიმდევრულად ახორციელებს. დღეს ჩვენი ამოცანაა, ეკონომიკური ზრდის აღნიშნული ტემპი მომავალ წლებში შევინარჩუნოთ,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.
როგორ მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სახელმწიფოსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზები ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელთან დაკავშირებით იმედის მომცემია. ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, მთელი რიგი ინიციატივები როგორ პოლიტიკის, ისე ბიზნესის მხარდაჭერის ნაწილში, რომელიც მიმდინარე და მომდევნო წლებში განხორციელდება, ხელს შეუწყობს ამ ამოცანის წარმატებით შესრულებას.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?