ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 137%-ით, ₾76.1 მლრდ-მდე გაიზარდა

2024 წელს, საქართველოში სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 76.1 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 11.8 მლრდ ლარით მეტია 2023 წელთან შედარებით.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ბრუნვაში ასახავს აზარტული თამაშების საქმიანობით დაკავებული საწარმოთა ბრუნვის მოცულობას, რომელიც განისაზღვრება ყოველ ჯერზე დადებული ფსონების ჯამით.
სათამაშო ბიზნესის ბრუნვის მაჩვენებლები ბოლო ხუთ წელში:
· 2020 წელი – 32.1 მლრდ ლარი;
· 2021 წელი – 48.08 მლრდ ლარი;
· 2022 წელი – 52.2 მლრდ ლარი;
· 2023 წელი – 64.3 მლრდ ლარი.
· 2024 წელი – 76.1 მლრდ ლარი.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს აზარტულ ბიზნესში 20 941 ადამიანი იყო დასაქმებული, საშუალო ხელფასი კი 3 244 ლარს შეადგენდა.