კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 26-ე ტური დასრულდა. დღეს სამი მატჩი გაიმართა. კვლავ მოიგო დილამ და უკვე ექვსქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს, რადგან მეორეადგილოსანმა იბერია 1999-მა თავისი შეხვედრა ფრედ დაასრულა. კიდევ, გრძელდება დინამო ბათუმის წარუმატებელი სერია: ამჯერად წყალტუბის სამგურალმა გაიმარკვა ბათუმში.
იბერია 1999 1:1 გარეჯი
მასპინძლები ალექსანდრე ამისულაშვილის გოლით დაწინაურდნენ. 18 წლის მცველმა სანდრო ალთუნაშვილის პასის მერე ოსტატურად მოატყუა მცველი და მაღალ კუთხეში დარტყმით გაიტანა. ეს ამისულაშვილის სადებიუტო გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
გარეჯმა 87-ე წუთზე გაათანაბრა: გიორგი ვეკუამ ჩააწოდა ბურთი, რომელიც მოხვდა ალთუნაშვილს და ფორვარდმა ლევან პაპავამ ზუსტად გადაგზავნა კარში. ეს პაპავას მეცხრე გოლია სეზონში.
ეს გარეჯის ზედიზედ მეექვსე ფრეა. გუნდი ბოლოსწინა ადგილზეა.
დილა 1:0 კოლხეთი 1913
გორის დილამ ბოლო 13 მატჩიდან 12 მოგება აქვს. ფოთელები კი ბოლო ადგილზე არიან და ქულებშიც თანდათან იზრდება მათი ჩამორჩენა: უკვე 6 ქულით ჩამორჩებიან მეცხერადგილოსანს.
ამ მატჩში ერთადერთი გოლი ისრაელის წარმომდგენელმა აბდალა ხლაიხალმა გაიტანა. მან ირაკლი ბუღრიძის კარგი პასი გამოიყენა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და კარგად შესრულა. ეს 74-ე წუთზე მოხდა.
დილა მეტწილად მინიმალური სხვაობით იგებს, თუმცა მათთვის მთავარია, რომ იგებს და უკვე 6 ქულით უსწრებს იბერია 1999-ს.
დინამო ბთ 1:2 სამგურალი
სამგურალმა ექვსმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა. აი, ბათუმელები კი ზედიზედ მესამედ დამარცხდნენ.
პირველ ტაიმში ერთი გოლი ვნახეთ, კერძოდ, წყალტუბოელთა კაპიტანმა დემურ ჩიხლაძემ კუთხური ჩააწოდა და ირაკლი ჯანჯღავამ დასწრებაზე თავურით ეფექტურად გაიტანა. უნდა ითქვას, რომ ბათუმელთა 18 წლის მეკარე მათე თურმანიძემ რთული ბურთები მოიგერია.
მატჩის ბოლო წუთებში დაიძაბა სიტუაცია. 90-ე წუთზე მასპინძლებმა ლუკა ქაფიანიძის შორეული დარტყმით გაათანაბრეს…
ბათუმელებმა ბურთი ცენტრში სწრაფად წამოიღეს, გამარჯვება სურდათ და უტევდნენ, თუმცა არბიტრის მიერ დამატებულ მეექვსე წუთზე სამგურალმა გაიტანა. კონტრშეტევა, ვინისიუსის პასი, კლაუდიო სებოლინიას პირისპირ გასვლა და გოლი. ბრაზილიური გოლი იყო – 1:2…
erovnuliliga.ge
GEO TEAM: ლევან კორღალიძე “იბერია 1999”-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
87-ე წუთი… “ტორპედომ” ფოთში მოიგო, “გაგრამ” “გარეჯთან” ქულა გადაარჩინა
