ბოლო წლებში პირველად საქართველომ რუსულ გაზში აზერბაიჯანულ გაზზე ძვირი გადაიხადა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მონაცემებიც, 2025 წლის პირველ კვარტალში სგან შეძენილი გაზის საფასურმა პირველად ორი ათეული წლის განმავლობაში გადააჭარბა აზერბაიჯანისგან შესყიდული გაზის ფასს.
საქსტატის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, იანვარ-მარტში საქართველომ რუსულ გაზში 100.6 მლნ დოლარი გადაიხადა, მაშინ როცა აზერბაიჯანულში 82.4 მლნ დოლარი.
მოცულობის შესახებ ინფორმაცია საიტზე არაა გამოქვეყნებული, თუმცა სავარაუდოდ, აზერბაიჯანული გაზის იმპორტი მოცულობით რუსულს აღემატება, შეღავათიანი ფასის გათვალისწინებით და ასევე აზერბაიჯანული გაზის თურქეთსა და ევროკავშირის ქვეყნებში ტრანზიტის გათვალისწინებითაც.
2007 წლამდე რუსეთი საქართველოში ბუნებრივი გაზის ერთადერთი მიმწოდებელი იყო, თუმცა ბაქო-თბილისი- ერზერუმის გაზსადენის ამოქმედების და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველო აზერბაიჯანულ ბაზარზე ორიენტირდა.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული, იმპორტირებული გაზის ღირებულების სტატისტიკა 2009 წლიდან, მოწმობს, რომ რუსულ გაზში საქართველოს არასოდეს გაუხდია მეტი ვიდრე აზერბაიჯანულში. მაგალითისთვის 2018-2019 წლების პირველ კვარტლებში რუსეთის წილი იმპორტირებული გაზის საფასურში 4,4% და 4.3%- შეადგენდა შესაბამისად.
შედარებისთვის, 2024 წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანული გაზის იმპორტის ღირებულება 93.3 მლნ დოლარს შეადგენდა, რუსულის კი 84.5 მლნ დოლარს.
ბოლო წლებში რუსული გაზის წილი გაიზარდა, ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ „გაზპრომისგან“ შეძენილი გაზი მხოლოდ კომერციულ სექტორში გამოიყენება, მოსახლეობის გაზმომარაგება რუსეთისგან მიღებულ გაზზე არაა დამოკიდებული.