ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში საქართველომ გაიარა ურთულესი, უძნელესი გზა და ამ პირობებში მიაღწია მნიშვნელოვან გამარჯვებას – მამუკა მდინარაძე

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, საქართველოს მოქალაქეებს კანდიდატის სტატუსის მიღებას კიდევ ერთხელ ულოცავს და აცხადებს, რომ ამისთვის ქვეყანამ ურთულესი გზა განვლო. მან, ასევე, საქართველოს პარტნიორებს მადლობა გადაუხადა.
“ჩვენ გავიმარჯვეთ, ჩვენმა ქვეყანამ, ძნელ გზაზე, თუმცა ძალიან მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში საქართველომ გაიარა ურთულესი, უძნელესი გზა და ამ პირობებში მიაღწია მნიშვნელოვან გამარჯვებას. სტატუსის მიღება ერთის მხრივ, როგორც მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტი, წინ გადადგმული კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე და მეორე მხრივ – ეს არის საქართველოს გამარჯვება, იმიტომ, რომ ამას როგორც შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, უამრავი მოწინააღმდეგე ჰყავდა.
მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო, ვინც იყო აქტორი და გადამწყვეტი, ყველას, ჩვენს პარტნიორებს. ამავე დროულად, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ გამოიჩინა განუსაზღვრელი სიბრძნე, უპრეცედენტო სიმტკიცე და გამჭრიახობა, სიბრძნე და ისინი დაუდგნენ საკუთარ ქვეყანას და ხელისუფლებას გვერდით. ამ სიმყარით, სიმტკიცით, ღირსებით და სიამაყით ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი,” – აცხადებს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

Julius Baer-ში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ხდებოდა საბანკო ოპერაციების განხორციელება. 29 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ ამხილა „დიფ სთეითი“, როგორც საქართველოს შიდა საქმეებში უხეშად ჩარევის არაერთი მცდელობის განმახორციელებელი. ამ პერიოდიდან მოყოლებული, უკვე ცალსახად იკვეთება ფინანსური ოპერაციების დაბლოკვა