ბოლო წამზე – იოვიჩმა სერბეთი სლოვენიასთან მარცხისგან იხსნა

ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, C ჯგუფში სლოვენიისა და სერბეთის მატჩი 1:1 დასრულდა.
შეხვედრა ძალიან საინტერესო გამოვიდა, განსაკუთრებით მეორე ტაიმი. სლოვენიელები კარნიჩნიკმა დააწინაურა, რის შემდეგაც სერბები ბევრს უტევდნენ და ზედ მსაჯის სფინალო სასტვენის წინ იოვიჩმა ანგარიში გაათანაბრა.
სლოვენია 2 ქულით მეორე ადგილზეა, სერბეთი კი 1 ქულით მეოთხეზე.
25 ივნისს ჯგუფის ბოლო ტურში სლოვენია ინგლისს, ხოლო სერბეთი ს დაუპირისპირდება.
სლოვენია – სერბეთი 1:1
გოლები: 1:0 კარნიჩნიკი (69), 1:1 იოვიჩი (90+5)

ასევე დაგაინტერესებთ