„ბოლო სამ წელში მსოფლიოს ხუთი უმდიდრესი ადამიანის ქონება გაორმაგდა” – „ოქსფამი“

საქველმოქმედო ორგანიზაციების ქსელის, „ოქსფამის“ თანახმად, 2020 წლიდან მოყოლებული მსოფლიოს ხუთმა უმდიდრესმა ადამიანმა საკუთარი ქონება გააორმაგა მაშინ, როცა მსოფლიოს დაახლოებით 5 მილიარდი ადამიანი უფრო გაღატაკდა ამავე პერიოდის განმავლობაში.
„ოქსფამი“ 15 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშში აცხადებს, რომ გლობალური კორპორაციული და მონოპოლიური ძალაუფლების „უზარმაზარი“ კონცენტრაცია აძლიერებს უთანასწორობას მთელს ეკონომიკაში. „ამჟამინდელი ტემპებით სიღარიბის დასრულებას 230 წელი დასჭირდება, მაგრამ ათწლეულის განმავლობაში შეიძლება გვყავდეს ჩვენი პირველი ტრილიონერი“, – ნათქვამია ანგარიშში. „მთავრობებმა რადიკალურად უნდა გადაანაწილონ მილიარდერებისა და კორპორაციების ძალაუფლება კვლავ რიგით ადამიანებზე“, – დაასკვნის „ოქსფამი“.
radiotavisupleba.ge

ასევე დაგაინტერესებთ