ბოლო სამ თვეში Netflix-ის მომხმარებლების რიცხვი 13,1 მილიონით გაიზარდა

Netflix-ს 2023 წლის ბოლო კვარტალში 13,1 მილიონი ახალი გამომწერი შეემატა, რაც პანდემიის შემდეგ ყველაზე დიდი ზრდაა. – აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა bloomberg ავრცელებს. გამოცემის ცნობით მომხმარებელთა ზრდამ Wall Street-ის პროგნოზს, 8,91 მილიონს გადააჭარბა და გაყიდვების ჯამურმა რაოდენობამ 8.83 მილიარდი დოლარი შეადგინა.
Netflix-ისთვის 2022 წელი გამოწვევებით სავსე იყო, მაშინ როდესაც გაყოდვები შენელდა 2023 წელს netflix- მა პაროლების გაზიარების ფუნქცია შეზღუდა. თუმცა უფრო იაფი და რეკლამიანი პაკეტის შეთავაზებამ და ახალი ფილმების და სერიალების დამატებამ გაყიდვების ზრდას ხელი შეუწყო.
„ჩვენ გვჯერა, რომ პაროლების გაზიარების პრაქტიკას სწორად მივუდექით. ისინი, ვინც სიამოვნებას იღებს Netflix-გან, სერვისისთვისაც უნდა იხდიდნენ“, – ნათქვამია კომპანიის აქციონერებისთვის დაგზავნილ წერილში.
Netflix-მა ახალი, რეკლამიანი პაკეტი, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ -ში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიასა და ბრაზილიაში, შედარებით იაფია. ის სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება და ამ დროისთვის, 23 მილიონი გამოწერა აქვს.