ბოლო სამ თვეში, რეადმისიის ფარგლებში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში დაბრუნების შესახებ თანხმობა 1103 პირზე გაიცა

ბოლო სამ თვეში (აპრილი, მაისი, ივნისი), რეადმისიის ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში დაბრუნების შესახებ თანხმობა 1103 პირზე გაიცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, აღნიშნულ პერიოდში რეადმისიის სულ 1109 განცხადება განიხილეს, საიდანაც უარი მხოლოდ 6-ზე გაიცა.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი – 754 მოქალაქის საქართველოში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება გერმანიაში მიიღეს. შემდეგ მოდის საფრანგეთი (131); საბერძნეთი (59); შვეიცარია (34); პოლონეთი (21); იტალია (20); ესპანეთი და ავსტრია (13-13); ირლანდია (10); ნიდერლანდები და ბელგია (9-9).
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება 2011 წლის 1-ელ მარტს ამოქმედდა. შეთანხმების საფუძველზე ხდება ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საქართველოში დაბრუნება. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მესამე ქვეყნების მოქალაქეთა საქართველოში დაბრუნებას შეთანხმებით დადგენილი პირობების საფუძველზე. შეთანხმების შესაბამისად, რეადმისიასა და ტრანზიტთან დაკავშირებულ ყველა სატრანსპორტო ხარჯს საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოს საზღვრამდე აანაზღაურებს მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ჩვენ მათ უსამშობლო ადამიანები დავარქვით, თუმცა მოღალატეებს სირცხვილის გრძნობა ნამდილად არ გააჩნიათ, ერთი რამ ზუსტად იცოდეთ, საქართველოს ინტერესები არ გაიყიდება! – სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც გაშმაგებული გვებრძვიან გარე ძალები

კახა კალაძე – გაძლევთ პირობას, რომ საქართველო არასდროს დაბრუნდება წარსულში, მხოლოდ და მხოლოდ წინ, გამარჯვებებით, მშვიდობით ვიცხოვრებთ დემოკრატიულ, განვითარებულ, თავისუფალ საქართველოში