რთული ხდება საქართველოთი ევროპული ინვესტორების დაინტერესება, მაგრამ ფრანგი ინვესტორები მე მენდნენ, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი და საქართველოს ყოფილი ელჩი გაეროში ირაკლი ალასანია რადიო თავისუფლების პოდკასტში „2150“ საუბრობს.
ირაკლი ალასანიას თქმით, ევროპული ინვესტორების დაინტერესება საქართველოთი რთული ხდება, რაც იმედი აქვს მალე შეიცვლება.
“ვერ ვიტყვი, როდის დაინიშნება საპარლამენტო არჩევნები. არჩევნები ყველა ვარიანტში შედგება და ამისთვის საზოგადოება სერიოზულად უნდა მოემზადოს. შემდეგი საპარლამენტო არჩევნები იქნება ცვლილებების არჩევნები“
რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, მგონია, რომ დღევანდელმა პოლიტიკურმა აქტორებმა ამაზეც უნდა გააკეთონ აქცენტი“ – ამბობს ის.
