„ბოლო პერიოდის მოვლენების მიუხედავად, საქართველომ გლობალური ეკონომიკის მსგავსად, განსაკუთრებით მაღალი გაურკვევლობის პირობებში იარსება“ (bm.ge)

„ბოლო პერიოდის მოვლენების მიუხედავად, საქართველომ გლობალური ეკონომიკის მსგავსად, განსაკუთრებით მაღალი გაურკვევლობის პირობებში იარსება“ (bm.ge)
გლობალური სავაჭრო წნეხი, რუსეთ-უკრაინის ომი, შიდა პოლიტიკური ვითარება და სანქციები – ეს ის რისკებია, რომლებიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში ვიზიტის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკურ ვითარებაზე გავლენის მხრივ დაინახა. რისკებზე, შესაძლებლობებსა და რეკომენდაციებზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელმა ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა ეროვნულ ბანკში გამართულ შემაჯამებელ პრესკონკფერენციაზე ისაუბრა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის დასკვნითი განაცხადი, წევრ ქვეყანაში სსფ-ს თანამშრომელთა ვიზიტის (მისიის) დასასრულს გასაჯაროებულ წინასწარ მიგნებებს წარმოადგენს. ეს მისია, რეგულარული, (ჩვეულებრივ ყოველწლიური), კონსულტაციების ფარგლებში შესრულდა, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის წესდების IV მუხლითაა გათვალისწინებული და სსფ-ის რესურსების გამოყენების სსფ-სგან სესხის აღების) მოთხოვნის, სსფ-ს თანამშრომელთა მიერ ქვეყნის პროგრამის მონიტორინგის ამ ქვეყნის ეკონომიკაზე დაკვირვებისთვის არის აუცილებელი.
„ბოლო პერიოდის მოვლენების მიუხედავად, საქართველომ გლობალური ეკონომიკის მსგავსად, განსაკუთრებით მაღალი გაურკვევლობის პირობებში იარსება. თუმცა რისკები, რაც საქართველოს გააჩნია, გარკვეულ გამოწვევებსა და ამავდროულად გარკვეულ შანსებს და შესაძლებლობებს გულისხმობს.
საქართველოსთან მიმართებით რამდენიმე რისკს გავუსვამ ხაზს, რაც გლობალური სავაჭრო წნეხიდან, ს მხრიდან ში მიმდინარე ომის და იმ ეკონომიკური პირობების გამო, რაც გლობალურად არსებობს. მათი გამოძახილი საქართველოზე ასეთი იქნება – ახალი სანქციები შეიძლება გავლენას ახდენდეს საქართველოზე, თუ ეს სანქციები განხორციელდა. ადგილობრივად იყო წნეხი – პოლიტიკურ მდგომარეობას ვგულისხმობ და სანქციების ხელახლა დაწესებამ შეიძლება ეკონომიკურ მდგომარეობაზე გავლენა მოახდინოს.
კარგი ნიშანი ის არის, რომ საქართველოს ძალიან ძლიერი ბუფერები გააჩნია ფისკალური სივრცის გათვალისწინებით და ფინანსური სისტემის სიჯანსაღესთან მიმართებით, ამიტომ ეს რისკები ამის საფუძველზე დაძლეული იქნება.
დარგობრივი პოლიტიკის ნაწილში აქცენტი უნდა გაკეთდეს იმ პოლიტიკაზე, რომელიც ძლიერი ეკონომიკურ განვითარებას უწყობს ხელს, მიუხედავად ძლიერი ეკონომიკური შედეგებისა ბოლო წლებში, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს, მნიშვნელოვნად შემცირდა სიღარიბის მაჩვენებელი, მაგრამ მაინც მაღალ ნიშნულზეა. ამასთან, ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებისა და ინკლუზიურობისთვის სტრუქტურული რეფორმები აუცილებელია. საქართველოს წინაშე არსებობს უმუშევრობის გამოწვევა, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სფეროში, მიწის რესურსის მართვა, ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, გაუმჯობესებული კოორდინაცია რეგიონული პარტნიორებთან თანამშრომლობის ფარგლებში მნიშვნელოვანი იქნება, იმისთვის რომ კორპორაციული მმართველობა და ანტიკორუფციული მოძრაობები ქვეყანაში გაძლიერდეს.
რაც შეეხება, ფულად-საკრედიტო პოლიტიკას, მიგვაჩნია, რომ ამ მიმართულებით ეროვნული ბანკის პოლიტიკა ძლიერია და ის ამ მონაცემებზე დაყრდნობით უნდა განვითარდეს მომავალში.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს საერთაშორისო რეზერვების მოცულობას და ადეკვატურობას. რაც შეეხება ფულად-საკრედიტო საკითხების თაობაზე საზოგადოებასთან კომუნიკაციას, ქალბატონმა პრეზიდენტმა ამაზე ისაუბრა, გვინდა რომ თავისუფალი სივრცე შეივსოს და მუდმივი ხასიათი მიეცეს საბჭოს მუშაობას. ეროვნული ბანკის მმართველობა უნდა გაძლიერდეს და გარკვეული რეკომენდაციები უკვე გავაკეთეთ.
რაც შეეხება ფისკალურ პოლიტიკას, აქაც უნდა ითქვას, რომ არსებული პოლიტიკა ძლიერია, დეფიციტი წელს და საშუალო ვადიან პერიოდში ადეკვატური იქნება, ძლიერი ფისკალური პოზიციის გასამყარებლად. მნიშვნელოვანი იქნება გაგრძელდეს საგადასახადო შემოსავლების მობილიზება მოხდეს და ხარჯების მიმართულებით არსებული პოლიტიკა განხორციელდეს.
ჩვენი მუშაობის პროცესში ხაზი გავუსვით, რომ ფისკალური რისკების მიმართულებით წინსვლა უნდა შენარჩუნდეს. ერთ-ერთი სფერო რაზედაც ვისაუბრეთ სახელმწიფო საწარმოებს უკავშირდება. ამ მიმართულებით წინსვლა არსებობს, განსაკუთრებით ფინანსთა სამინისტროს ზედამხედველობის ნაწილში, მაგრამ არის სფეროები, სადაც შემდგომი წინსვლაა საჭირო, მაგალითისთვის კორპორაციული მმართველობის გაუმჯობესება სახელმწიფო საწარმოებში, მფლობელობიდან სახელმწიფოს როლის გამიჯვნა, მარეგულირებელი და პოლიტიკის განმსაზღვრელი ფუნქციებიდან.
და ბოლოს ფინანსურ სექტორზე მინდა ვთქვა, რომ საბანკო სექტორი ჯანსაღია, ძლიერი სტაბილური მაჩვენებელი, კაპიტალის ადეკვატურობის მაჩვენებელი, აქტივების ხარისხის კუთხით, მაგრამ არის ტენდენციები, რაც ბოლო პერიოდში შევამჩნიეთ – სამომხმარებლო კრედიტების ზრდა და სხვა ფაქტორები, რაც არასაბანკო მიმართულებებს უკავშირდება. აქ ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ ეს სისტემური რისკების განმაპირობებელი არ უნდა გახდეს, ეროვნული ბანკის მხრიდან ამ მიმართულებით მონიტორინგი უნდა გაგრძელდეს.
საქართველოს ეკონომიკამ ძლიერი წინსვლა აჩვენა, ძლიერია მაკროეკონომიკური მართვა და ფისკალური პოლიტიკა მყარია. საქართველოს ეკონომიკური ზრდის გაგრძელების ძლიერი პოზიცია გააჩნია, თუმცა გარკვეული საკითხებია დარჩენილი, რომ ეს გრძელვადიან პერიოდში იყოს უზრუნველყოფილი.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს დარგობრივი რეფორმების გატარების მიმართულებით მხარდაჭერის ერთგულია”, – განაცხადა ალეხანდრო ჰაჟბენდერგმა.