ბოლო ორ სავაჭრო სესიაზე 500 მლრდ-ზე მეტი დაკარგეს

„მსოფლიოს 500-მა უმდიდრესმა ადამიანმა, ბოლო ორ სავაჭრო სესიაზე, 500 მლრდ დოლარზე მეტი დაკარგა, პრეზიდენტ ტრამპის სატარიფო გეგმის გამოცხადების შემდეგ“, – წერს გამოცემა The Strait Times-ი.
ზოგადად, ტოპ მილიარდერებმა 2025 წელს ასეულობით მილიარდის ზარალი განიცადეს და Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის პირველი ოცეულიდან მხოლოდ ორი ადამიანია, რომლის კაპიტალიც წელს გაიზარდა – უორენ ბაფეტი (11.5 მლრდ დოლარით) და ფრანსუა ბეტენკურტ მეიერსი (1.78 მლრდ დოლარით).
ილონ მასკმა, რომელიც მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად რჩება, წელს 134.7 მლრდ დოლარის ზარალი განიცადა და 7 აპრილს მისი ქონება 297.8 მლრდ დოლარამდე დაეცა – ნოემბრის შემდეგ პირველი შემთხვევა იყო, როცა 300 მლრდ დოლარს ჩამოცდა.
www.bpn.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა