ბოლო მატჩი თბილისში? – მოულოდნელი სიტუაცია საბერძნეთის ნაკრებში, პოიეტი ამბობს, რომ ყველა ვარიანტში მიდის

საქართველოს ნაკრების პოტენციური მეტოქის საბერძნეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გუსტავო პოიეტმა განაცხადა, რომ დაკავებულ თანამდეობას მარტის პლეი-ოფის მატჩების შემდეგ ყველა ვარიანტში დატოვებს.
“საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი 2024 წლის მარტის ჩათვლით მაკავშირებს. ჩვენ პლეი-ოფი უნდა ვითამაშოთ, მაგრამ აზრი არ აქვს, გავალთ ევროპის ჩემპიონატზე თუ არა, ნაკრებს ყველა ვარიანტში დავტოვებ”, – თქვა ურუგვაელმა Livescore-სთან ინტერვიუში.
პოიეტის სახელი ბოლო დღეები აქტიურად დაუკავშირეს ირლანდიის ნაკრებს, სადაც დათხოვნილი სტეფენ კენის შემცვლელს ეძებენ და გამოცდილმა სპეციალისტმაც ამ სამსახურისადმი დაინტერესება გამოთქვა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში
საბერძნეთი ყაზახეთს მიიღებს, საქართველო კი ლუქსემბურგს დაუპირისპირდება და შემდეგ ფინალში ერთმანეთს გამარჯვებული წყვილი ეთამაშება.