“ბოლო ზარი აქციაზე თეთრი პერანგებით” – ხვალ აბიტურიენტების მარში გაიმართება

“ბოლო ზარი აქციაზე” – ხვალ, 18:00 საათზე განათლების სამინისტროდან პარლამენტამდე აბიტურიენტების მარში გაიმართება.
“ერთად აღვნიშნოთ ბოლო ზარი აქციაზე თეთრი პერანგებით. წამოვიღოთ ფერად-ფერადი მარკერები და ბუშტები. ვეპატიჟებით, რა თქმა უნდა, მეთორმეტე კლასელებს, სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს და ნებისმიერ მსურველს”, – ნათქვამია განცხადებაში.