ბოლო ერთ თვეში საბაჟოებიდან 25 874 ლარის არადეკლარირებული ოქრო იქნა ამოღებული

მიმდინარე წლის, ბოლო ერთი თვის მონაცემებით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში – „სარფი“ და „სადახლო საავტომობილო“, მებაჟე ოფიცრების მიერ, დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა – 219,39 გრამი) გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
ამავე ცნობით, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 25 873,98 ლარი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში 25 873,98 ლარის ოდენობით განესაზღვრა.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველო გარემოსდაცვითი მმართველობისა და სტანდარტების გაუმჯობესების კუთხით მოწინავე პოზიციებზეა“, – გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელი მდივნის მოადგილე დმიტრი მარიასინი