ბოლო ერთ დღეში ღაზის სექტორში IDF-ის 24 სამხედრო დაიღუპა

ბოლო ერთ დღეში ღაზის სექტორში ს თავდაცვის ძალების (IDF) სამხედრო დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ IDF-ი ავრცელებს. ეს 7 ოქტომბრიდან მოყოლებული ისრაელის შეიარაღებული ძალებისთვის ერთ დღეში ყველაზე დიდი მსხვერპლია.
IDF-ის სპიკერის, დანიელ ჰაგარის ინფორმაციით, 21 ჯარისკაცი ქალაქ ღაზაში აფეთქების შედეგად დაიღუპა, მას შემდეგ, რაც ჰამასის ტერორისტებმა ტანკის მიმართულებით რეაქტიულუ ყუმბარები ისროლეს, ამავდროულად ორი შენობა ააფეთქეს, რამაც ჯარისკაცები მოიყოლა.
“ჩვენ კვლავ ვიკვლევთ და ვიძიებთ მომხდარის დეტალებს და აფეთქების მიზეზებს” – ამბობს IDF-ის სპიკერი.
დამატებით სამი ჯარისკაცი ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში, ხან იუნისის ქალაქში მიმდინარე საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ოპერაციის დროს დაიღუპა.