ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველო მედიის თავისუფლების ინდექსის მიხედვით 11 პუნქტით ჩამოქვეითდა და ახლა 180 ქვეყნიდან 114-ე ადგილს იკავებს

ბოლო 1 წლის განმავლობაში, საქართველო მედიის თავისუფლების ინდექსის მიხედვით 11 პუნქტით ჩამოქვეითდა და ახლა 180 ქვეყნიდან 114-ე ადგილს იკავებს.
ორგანიზაციის – “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” მიერ განახლებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მედიის თავისუფლების ინდექსით უსწრებენ ისეთი ქვეყნები, როგორებიც არიან: გუინეა ბისაუ (110-ე ადგილი) , სამხრეთ სუდანი (109-ე ადგილი), ჩადი (108-ე ადგილი), ლესოტო (107-ე ადგილი), ზიმბაბვე (106-ე ადგილი), ასევე ბურიკა ფასო (105-ე ადგილი), მონღოლეთი (102-ე ადგილი) და სხვები.
რაც შეეხება რეგიონს, რეგიონში ყველაზე მაღალი რეიტინგი სომხეთს აქვს, რომელიც 34-ე ადგილს იკავებს. გასულ წელს იგი 43-ე ადგილს იკავებდა. 164-ე ადგილიდან 167-ე ადგილზე ჩამოქვეითდა მეზობელი აზერბაიჯანი, თურქეთი კი 159-ე ადგილს იკავებს. რამდენიმე პუნქტით გაუარესდა მედიის თავისუფლების ინდექსი რუსეთშიც – წელს 171-ე ადგილს იკავებს, გასულ წელს კი ქვეყანა 162-ე ადგილზე იყო.