ბოლო დროის ყველაზე გამორჩეული ქორწილები საქართველოში – Marao

ბოლო დროის ყველაზე გამორჩეული ქორწილები საქართველოში – Marao
ზაფხულის ცხელი დღეების, დასვენებისა და განტვირთვის შემდეგ მოდის შემოდგომა – ქორწილებისა და ფერადი დღესასწაულების სეზონი. შესაფერისი ამინდისა თუ განწყობის გამო, უამრავი წყვილი ამ მნიშვნელოვანი დღისთვის სწორედ სექტემბრის თვეს ირჩევს, თუმცა, ბოლო დროს, ქართველ წყვილებში საქორწინო ცერემონიის საზღვარგარეთ გამართვაც ტრენდული გახდა. სწორედ ამიტომ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არაერთი ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი სახის ქორწილი ვიხილეთ.
ყველა მათგანის ერთად თავმოყრა, რა თქმა უნდა, რთულია, თუმცა ამ სტატიაში რამდენიმე მათგანს გავაერთიანებთ. მაშ ასე,
სოციალურ ქსელებში კარგად იცნობენ ინფლუენსერ გვანცა მაჭარაძეს. ის დიდი პოპულარობით სარგებლობს და ინსტაგრამზე 80 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს.
გვანცამ რამდენიმე თვის ზინ ზღაპრული ქორწილი გადაიხადა საბერძნეთში, ულამაზეს კუნძულ სანტორინიზე. გვანცას რჩეული ფეხბურთელი ბაჩო არაბულია. წყვილმა ქორწილი მეგობრების წრეში გამართა.
სტუმრებს შორის საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ ზივზივაძე და მისი მეუღლე, ნინი კვერნაძეც იყვნენ.
გვანცამ ქორწილში სამი სხვადასხვა კაბა მოირგო, რომლებშიც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა და უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა.
მთავარი კაბა პატარძლისთვის ქართველმა დიზაინერმა, თაკო მექვაბიძემ შექმნა. სადა, მაქმანებით გაფორმებულ კაბას დახვეწილი ჭრილი და ელეგანტური სილუეტი კიდევ უფრო გამორჩეულს ხდიდა.
სულ ცოტა ხნის წინ ქართველმა ფეხბურთელმა გური გიორბელიძემ რჩეულზე, უმშვენიერეს თეკლა დვალიშვილზე იქორწინა. ქორწინებას, ტრადიციულად, წინ უძღოდა ხელის თხოვნა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ წყვილი პირველ შვილს ელოდება. ამ დიდ სიხარულთან ერთად, მათ ოფიციალურად დაქორწინება გადაწყვიტეს. ფოტოებმა ქორწილიდან დიდი მოწონება დაიმსახურა.
ლუკა ჭანიშვილმა და ელენე ნაჭყებიამ გასულ წელს იქორწინეს. ლუკა მომღერალია, ელენე კი სუხიშვილების მოცეკვავე. ქორწილი სრულად ქართული ტრადიციული მოტივებით ჩატარდა.
ელენეს მაქმანებით გაწყობილი ულამაზესი კაბა ეცვა. სადა და დახვეწილ პატარძალს კი გვერდს ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი მეორე ნახევარი უმშვენებდა.
ქორწილამდე ელენე და ლუკა “პრაიმშოუში” მათი გაცნობის ისტორიას იხსენებდნენ:
“ჩვენი შეხვედრა შედგა ჩემს კონცერტზე, “სუხიშვილების” თაკარას კონცერტზე, სადაც ელენე მაყურებლის სტატუსით იმყოფებოდა. კონცერტამდე გენერალური რეპეტიცია გვქონდა, რომ შემოვიდა ელენე, თვალი მოკარი და დიდი ყურადღება მიიპყრო. მეგობრის წყალობით გავიცანი ზედაპირულად. ცოტა ხნის შემდეგ, როცა რეპეტიციაზე მივედი და კარი შევაღე, დამხვდა ელენე და აქედან დაიწყო ჩვენი დაახლოების ისტორია”, – იხსენებს ლუკა ჭანიშვილი.
ლევან ვასაძის შვილის, თათა ვასაძისა და ბათა ზედგინიძის ქორწილი გასული წლის 28 ივლისს გაიმართა. ქორწილი ტრდიციული მოტივებით გაიმართა, თათამ ქართული ორნამენტებით გაფორმებული სამოსი შეარჩია. საღამოს წვეულებას წყვილის ახლობლები და მეგობრები დაესწრნენ.
თათა “სუხიშვილების” მოცეკვავეა. ქორწილში უამრავი ქართული ცეკვა და სიმღერა შესრულდა.
ლეგენდარული იტალიელი მსახიობის ვაჟმა, კარლო პონტიმ ქართველ გოგონაზე, მარიამ შარმანაშვილზე იქორწინა. ქორწილი 26 ივლისს თბილისში შედგა.
წყვილმა ქორწილი ქართული ტრადიციების დაცვით ჩაატარა. ჯვრისწერა სამთავროს მონასტერში გაიმართა, სადაც იტალიელმა სიძემ ჩოხა მოირგო, ხოლო მარიამი ქართული ტრადიციული ნაციონალური სამოსით იყო წარმოდგენილი. და რა თქმა უნდა, წყვილმა ქართული ცეკვა, დაისიც შეასრულა.
ვაჟის ქორწილს სამწუხაროდ ვერ დაესწრო სოფი ლორენი, თუმცა მან ვიდეო მიმართვა გამოუგზავნა წყვილს, რის შემდეგაც მარიამმა და კარლომ კიდევ ერთი ცეკვა შესთავაზეს სტუმრებს. მარიამმა ცეკვის დროს ლაშა ჟოხაძის შექმნილი ულამაზესი თეთრი კაბა მოირგო.
სოციალურ ქსელში კარლომ მარიამის ქორწილის ფოტოები გამოაქვეყნა და ემოციურად მიმართა მეუღლეს.
“დასამახსოვრებელი დღეა – 2025 წლის 26 ივლისი, ჩვენს საყვარელ თბილისში, საქართველოში! ჩემი ემოციები სიმფონიის ნოტებს ჰგავს – ჰარმონიაში მოცეკვავეს და სიხარულით სავსეს, იმ ცხოვრების მოლოდინში, რომელიც წინ გველოდება! მიყვარხარ,მარიამ უსასრულოდ!
გპირდები, პატივს გცემ და მოგეფერები ყოველ დღე – ერთგულებითა და თავდადებით.
მე შენ აგირჩია, მარიამ, იყო ჩემი ცოლი, ჩემი პარტნიორი, ჩემი მეგობარი, ჩემი სიყვარული და ჩემი შუქი.” – წერდა კარლო პონტი.
“სუხიშვილების” მოცეკვავე ქეთი ხადური დაქორწინდა. ქეთის მეუღლე გიორგი ხვისტანია. სოციალურ ქსელში ქორწილის უამრავი ვიდეო გავრცელდა. ქეთიმ სუხიშვილების მოცეკვავეებთან ერთად ქართული ტრადიციული ცეკვები შეასრულა.
კადრებმა უამრავი თბილი კომენტარი დაიმსახურა.
ქართველი წყვილის ქორწილი საბერძნეთში, ტბა ვუ­ლი­აგ­მე­ნიზე გაიმართა. დახვეწილი დეკორაციებითა და განსაკუთრებული ესთეტიკით გამორჩეულ ქორწილს არაერთი ცნობილი სახე დაესწრო, მათ შორის იყვნენ მოდელი თაკო ნაცვლიშვილი მეუღლესთან, ოთო ხუროძესთან ერთად და ბიზნესმენი თოშა ქებურია ასევე მეუღლესთან, ქეთი ჟღენტთან ერთად.
ულამაზესი ქორწილის მთავარი გმირები ბიზნესმენი გივიკო ჩხარტიშვილი და მისი მშვენიერი მეუღლე, მარიამი იყვნენ. პატარძალმა განსხვავებული სტილის საქორწინო კაბა მოირგო, რომელიც იტალიურ ბრენდს, Elisabetta Franchi -ს ეკუთვნის და რომლის ღირებულება, დაახლოებით 5 000 ევროა.
დაბოლოს, სიას ანუკი გორგოშაძისა და ნიკა დიასამიძის ქორწილით ვასრულებთ. წყვილის ქორწილი ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული აღმოჩნდა სოციალურ ქსელში.
“800 სტუ­მა­რი გვყავ­და და ყვე­ლა მათ­განს პი­რა­დად ვიც­ნობ­დით. ეს იყო დიდი და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი დღე, რო­მელ­მაც ჩვე­ნი მო­ლო­დი­ნი სრუ­ლად გა­ა­მარ­თლა”, – თქვა ანუკიმ.
პატარძლის განსაკუთრებულმა გარეგნობამ, მოკრძალებამ და სისადავემ სოციალური ქსელის მომხმარებლები აღაფრთოვანა. მან უამრავი კომპლიმენტი მიიღო და, როგორც თავად თქვა, ამხელა გამოხმაურება მისთვის მოულოდნელი, თუმცა სასიამოვნო აღმოჩნდა.