“ბოლო დროის მოვლენების გათვალისწინებით”, ისრაელი მსოფლიოს მასშტაბით საელჩოებს ხურავს

ისრაელი მთელ მსოფლიოში თავის წარმომადგენლობებს ხურავს, ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის საელჩოები ავრცელებენ.
“ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მთელ მსოფლიოში ს მისიები დაიხურება და აღარ იქნება უზრუნველყოფილი საკონსულო მომსახურება.
ისრაელის საზღვარგარეთ მყოფი პირებისთვის ხელმისაწვდომია ონლაინ ფორმა, სადაც მათ შეუძლიათ თავიანთი ადგილმდებარეობისა და მიმდინარე სტატუსის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
გთხოვთ, შეავსოთ იგი, რათა საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივად იყოს ინფორმირებული”, – წერია განცხადებაში.
ამასთანავე, საელჩოები ისრაელის საზღვარგარეთ მყოფი პირებისთვის უსაფრთხოების ზოგად ინსტრუქციებს ავრცელებს:
გაეცანით იმ ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოს რეკომენდაციებს, სადაც ამჟამად იმყოფებით,
ასევე, ისრაელის საზღვარგარეთ მყოფი პირებისთვის უსაფრთხოების ზოგად ინსტრუქციებს:
მოერიდეთ ებრაული ან ისრაელის სიმბოლოების საჯარო სივრცეებში გამოტანას.
· თავი შეიკავეთ სოციალურ მედიაში თქვენი ადგილმდებარეობის ან მოგზაურობის გეგმების მაიდენტიფიცირებელი დეტალების გამოქვეყნებას.
· მოერიდეთ ისრაელთან ან ებრაულ თემებთან დაკავშირებულ დიდ შეკრებებსა და ღონისძიებებზე დასწრებას.
· ითანამშრომლეთ ადგილობრივ უსაფრთხოების ძალებთან და დაუყოვნებლივ მიჰყევით მათ მითითებებს, თუ მტრულ საქმიანობას წააწყდებით.
· იყავით განსაკუთრებული სიფრთხილით საზოგადოებრივ ადგილებში.
· საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, დაუკავშირდით ადგილობრივი ქვეყნის მისიას, საგანგებო ნომრების გამოყენებით.