კოვიდის პერიოდსაც კი შემიძლია შევადარო, წლევანდელი ახალი წელი, – ამის შესახებ D.tale-ის დამფუძნებელმა, რუსო აბზიანიძემ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ 2024 წლის საახალწლო ღონისძიებების ტენდენციების შეფასებისას ისაუბრა.
მისივე ცნობით, ახალი წლის პერიოდში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაუქმდა და 2023 წელთან შედარებით, 60%-ით შემცირდა დატვირთვა.
“იყო რაღაც პროექტები, რომელიც დავასრულეთ, ვინაიდან ისეთ ეტაპზე იყო რომ უნდა დასრულებულიყო. ხოლო რაღაც პროექტები, რომელიც დაიწყო, მასზე ხარჯებიც იყო გაწეული და რესურსიც დაიხარჯა, ეს პროექტები სამწუხაროდ გაუქმდა. კოვიდის პერიოდსაც კი შემიძლია შევადარო წლევანდელი ახალი წელი.
თანაც, ჩვენი საქმიანობა გამოირჩევა სეზონურობით. ძირითადი დატვირთვაა ხოლმე ახალი წლის პერიოდში. თუმცა, ახლა უკვე ტენდენცია დადებითია, გაზაფხულისთვის წამოვა ღონისძიებები და დატვირთვა იქნება იგივე, რაც წინა წლებში იყო“, – ამბობს D.tale-ის დამფუძნებელი;
ინფორმაციისთვის, კომპანია D.Tale Events-ი, ღონისძიების მართვის ბიუროა, რომელიც ქართულ ბაზარზე თითქმის 7 წელია ოპერირებს და აორგანიზებს ქორწილებს, კონფერენციებს, ფესტივალებს, ღონისძიებებს ღია ცის ქვეშ.
