ბოლო ათი წლის განმავლობაში, ქვეყანაში 32 ახალი დაცული ტერიტორია შეიქმნა – გარემოს ეროვნული სააგენტო

დღეისათვის, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული 27 გარემოსდაცვითი დირექტივიდან 20 უკვე შესრულებული აქვს – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„ბოლო ათი წლის განმავლობაში, ქვეყანაში 32 ახალი დაცული ტერიტორია შეიქმნა.
მაღალი დაცულობის სტატუსით სარგებლობს 440 000 ჰექტარი ტყეც.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის კონტროლის მიზნით, 15 ავტომატური და 3 მობილური მაღალტექნოლოგიური სადგური მუშაობს.
მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგი 72 პუნქტზე ხორციელდება.
ამინდის მაქსიმალურ სიზუსტით პროგნოზირებისთვის, დამონტაჟებულია 2 ულტრათანამედროვე მეტეოროლოგიური რადარი და 184 უმაღლესი სტანდარტის სადგური.
თანამედროვე მონიტორინგის სისტემები 18 მსხვილ მეწყრულ სხეულზე მუშაობს.
განსაზღვრული გეგმის თანახმად:
• 2028 წლისთვის საქართველოს საერთაშორისო სტანდარტების ადრეული გაფრთხილების სისტემები ექნება
• 2030 წლისთვის 47%-ით შემცირდება სათბური აირების გაფრქვევები (GHG emissions)
• 2050 წლისთვის კი, საქართველო კლიმატნეიტრალური ქვეყანა გახდება
გარემოს დაცვა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია – ნათქვამია ინფორმაციაში“.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ