ლეგენდარული ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი მადრიდის “რეალის” შემტევის, ვინისიუს ჟუნიორის ირგვლივ არსებულ სიტუაციას გამოეხმაურა.
როგორც ნადალმა Movistar+-ის ეთერში განაცხადა, ვინისიუსი გონს უნდა მოეგოს და “სამეფო კლუბს” პატივი სცეს.
“ვფიქრობ, დიალოგის გზით პრობლემის მოგვარება შესაძლებელია, რადგან ყველა ერთ მხარესაა. ჩემი აზრით, ვინისიუსმა ბოლოს და ბოლოს უნდა გაიგოს რას ნიშნავს “რეალი” და ავტორიტეტებს პატივი სცეს. მიუხედავად ამისა, ის ყოველთვის ბოლომდე იხარჯება და ზოგჯერ ამას ზედმეტადაც კი აკეთებს, რაც ხშირ შემთხვევაში არასწორად აღიქმება. ამიტომ მიმაჩნია რომ დიალოგს ყველაფრის მოგვარება შეუძლია.
პირველ რიგში, გაუმჯობესების გზაზე დადგომა თავად უნდა სურდეს. “რეალში” ნამდვილად მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც მას საჭირო რჩევებს მისცემენ”, – განაცხადა ნადალმა.
შეგახსენებთ, El Chiringuito-ს ცნობით, ვინისიუსს “რეალის” მთავარ მწვრთნელ ჩაბი ალონსოსთან კონფლიქტი აქვს, რის გამოც “სამეფო კლუბთან” ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარს ამბობს.
“ბარსელონაში” ტრანსფერზე უარი სწორედ ამიტომ ვთქვი” – ნიკო უილიამსი
“ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!” – ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
“კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს” – რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
მაგიური ჯოკოვიჩი – ნოვაკი 2028 წლის ოლიმპიადაზე თამაშს გეგმავს
“ფეხბურთელის სურვილით “რეალთან” მოლაპარაკებები შეჩერებულია – ვინისიუსმა შესაძლოა, “სამეფო კლუბი” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზევე დატოვოს
“ასეთი რაღაცები რაში გჭირდება?” – კროოსმა ვინისიუსი გააკრიტიკა
ნადალი: “რეალის” ფანი ვარ, მაგრამ მესი რონალდოზე უკეთესია [VIDEO]
დაბრუნდება ჰაკიმი “რეალში”? – აგენტმა კომენტარი გააკეთა
“ჩემს თავს გამოვრიცხავ” – კურტუამ ამჟამად ევროპის სამი საუკეთესო მეკარე დაასახელა
“ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ვინისიუს ჟუნიორია” – ლუის ჰამილტონი
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა – “რეალი” ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
“გარშემო ყველას აკრიტიკებს და რასისტებს კიდევ ჩვენ გვიწოდებს?!” – “ატლეტიკოს” ლეგენდამ ვინისიუსი გააკრიტიკა
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც – ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
ფედერერის შემდეგ ნადალიც – ჩოგბურთიდან რაფაც მიდის




