“მეცის” მწვრთნელი ლასლო ბოლონი გუნდში “აიაქსიდან” გიორგი მიქაუტაძის დაბრუნებით გახარებულია და ქართველზე დიდ იმედებს ამყარებს. ამის შესახებ 70 წლის რუმინელმა სპეცილისტმა “ტულუზასთან” მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
“მიქაუტაძის დაბრუნება ჩვენთვის პოზიტიურია. ადვილი არაა იმის გაგრძელება, რაც შეწყდა. არ ვიცი, დიდხანს დარჩება თუ არა ჩვენთან, მაგრამ ახლა აქაა, სადაც თავს კარგად გრძნობს, აფასებენ და თავად მას ეს გუნდი უყვარს. იმედი მაქვს, წარმატებული იქნება.
ლიგა 1-ის მე-18 ტურში “მეცი” “ტულუზას” 14 იანვარს უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.