,,ბოლომდე მხარს ვუჭერ ელჩ პეტერ ფიშერს, მან უბრალოდ ფაქტები თქვა” – მაიკლ როთი

ბოლომდე მხარს ვუჭერ ელჩ პეტერ ფიშერს, მან უბრალოდ ფაქტები თქვა. ასე ეხმაურება გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოში გერმანიის ელჩთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.
“ბოლომდე მხარს ვუჭერ ელჩ პეტერ ფიშერს. მან უბრალოდ ფაქტები თქვა…” – წერს როთი “ტვიტერის” პირად გვერდზე.

ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა 29 მაისს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ამ კანონით საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ გაიხსნებოდა. მ აღნიშნული განცხადებას “ანტიქართული” უწოდა და განაცხადა, რომ “გერმანია ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს.”