„ბოლომდე, გამარჯვებამდე!“ – ამ სახელწოდების მსვლელობა დღეს თბილისში გაიმართება

„ბოლომდე, გამარჯვებამდე!“ – ამ სახელწოდების მსვლელობა დღეს თბილისში გაიმართება.

ორგანიზატორების ცნობით, მონაწილეები 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან დაიძრებიან. საპროტესტო მარში პარლამენტის შენობასთან მივა, სადაც უკვე 333-ე დღეა უწყვეტი აქციები მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ პოლიტიკას აპროტესტებენ, მოითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და პროტესტების მიმდინარეობისას დაკავებული პირების გათავისუფლებას.

26 ოქტომბერი არის ჩვენი არჩევანის წართმევის თარიღი, როდესაცგაგვიყალბეს და პირდაპირ თქვეს, რომ საქართველო დემოკრატიული სახელმწიფო არ უნდა იყოს. შესაბამისად, ერთი წლის თავზე, ჩვენ უკვე ვანახეთ საზოგადოებას, რომ არ ვნებდებით, არ ვჩერდებით, ყოველდღიური პროტესტი გაგვაჩნია ამის მიმართ და ერთი წლის თავზე დემონსტრირება იმისა, რომ ვართ ბევრნი და ვაგრძელებთ ბრძოლას, არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამბობს აქტივისტი. 

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო