„ბოლომდე“ – ამ ლოზუნგით, 2 თებერვალს, თბილისის შემოსასვლელის გადაკეტვა იგეგმება

„ბოლომდე“ – ამ ლოზუნგით, 2 თებერვალს, თბილისის შემოსასვლელის გადაკეტვა იგეგმება.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დედაქალაქის შემოსასვლელის გადაკეტვა „თბილისი მოლთან“, 16:00 საათზე იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას“ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები დაემატა.
შესაბამისი დადგენილება მთავრობამ 31 იანვარს გამოსცა და მას ხელს ირაკლი აწერს.
თავის მხრივ, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებითაა განსაზღვრული.
აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის – ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას