გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი აცხადებს, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები საგანგაშოა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები კიდევ უფრო მეტად ძირს გამოუთხრის მოქალაქეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებს.
„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების ნებას, შეცვალოს კურსი და დაუბრუნდეს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას“, – წერს მარტა კოსი X-ზე.
უწყვეტი საპროტესტო აქციების ფონზე „ქართული ოცნებას“ დაჩქარებულად შემოაქვს მორიგი რეპრესიულ კანონები. „ოცნებას“ ცვლილებები შეაქვს: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონსა და პოლიციის შესახებ კანონში.
„ოცნების“ გადაწყვეტილებით, იცვლება შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი და შემოაქვს სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის ცნება, ასევე იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები და ჯარიმები.
გარდა ამისა, 5 თებერვალს „ქართულმა ოცნებამ“ მედიის წინააღმდეგ ახალი რეპრესიულ კანონი დააანონსა. „ოცნება“ თავად დაადგენს „მედიის ობიექტურობის და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებს“. ასევე შეზღუდვას მედიასაშუალებების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან, რითაც აკრძალავს კრიტიკული მედიის უდიდეს ნაწილს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი სწორედ საერთაშორისო გრანტებისგან შედგება.
ასევე „ქართული ოცნება“ აპირებს მათ მიერვე მიღებული რუსული კანონი, მათივე განცხადებით, „ამერიკული FARA-ს დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირ ასლით“ შეცვლის.
