ბოლოდროინდელი მოვლენები გვაჩვენებს, რომ ჰენრი კისინჯერის ფრაზა “ამერიკის მტრობა შეიძლება საშიში იყოს, მაგრამ იყო ამერიკის მეგობრობა – საბედისწერო”, ზედგამოჭრილი აღმოჩნდა საქართველოსთვის, ამ “მოცემულობის” ჩვენთვის რაიმე დადებითი კუთხით ცვლილების ნიშანწყალიც კი არ ჩანს უახლოეს პერსპექტივაში
ჰენრი კისინჯერის ცნობილ სიტყვებს “ამერიკის მტრობა შეიძლება საშიში იყოს, მაგრამ იყო ამერიკის მეგობრობა – საბედისწერო,” სხვადასხვა კონტექსტში იგებენ, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ბოლოდროინდელი მოვლენები გვაჩვენებს, რომ ეს ფრაზა ზედგამოჭრილი აღმოჩნდა საქართველოსთვის, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, საქართველოსთვის ამ “მოცემულობის” რაიმე დადებითი კუთხით ცვლილების ნიშანწყალიც კი არ ჩანს უახლოეს პერსპექტივაში. ანჯაფარიძის თქმითვე, საქართველოს მსგავს პატარა ქვეყნებთან აშშ “გადატვირთვის” პოლიტიკას არ აწარმოებს, რადგანაც დარწმუნებულია, რომ ასეთ ქვეყანაში თავისას ისედაც გაიტანს.
“ჰენრი კისინჯერის ცნობილ სიტყვებს “ამერიკის მტრობა შეიძლება საშიში იყოს, მაგრამ იყო ამერიკის მეგობრობა – საბედისწერო,” სხვადასხვა კონტექსტში იგებენ, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ბოლოდროინდელი მოვლენები გვაჩვენებს, რომ ეს ფრაზა ზედგამოჭრილი აღმოჩნდა საქართველოსთვის. აშშ-სთან ურთიერთობის მხოლოდ 30 წლის თავზე გახდა ეს მოცემულობა განსაკუთრებით საგრძნობი, ხილული და ხელშესახები.
რაც ყველაზე მთავარია, ამ “მოცემულობის” ჩვენთვის რაიმე დადებითი კუთხით ცვლილების ნიშანწყალიც კი არ ჩანს უახლოეს პერსპექტივაში. და კიდევ, საქართველოს მსგავს პატარა ქვეყნებთან აშშ “გადატვირთვის” პოლიტიკას არ აწარმოებს, რადგანაც დარწმუნებულია, რომ ასეთ ქვეყანაში თავისას ისედაც გაიტანს,” – წერს ზაალ ანჯაფარიძე.
