ბოლოდროინდელი გზავნილები, რაც ისმის ამერიკული მხრიდან, განგვაწყობს ჩვენ ოპტიმისტურად – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მხრიდან სრული ღიაობა არის გამოხატული ურთიერთობების გადატვირთვასთან და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით.
„არსებითად არის ეს დამოკიდებული ამერიკულ მხარეზე. ჩვენი მხრიდან ხელი არის გაწვდილი. ჩვენი სრული ღიაობა არის გამოხატული ურთიერთობების გადატვირთვასთან და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით. ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. ეს ბოლოდროინდელი გზავნილები, რაც ისმის ამერიკული მხრიდან, განგვაწყობს ჩვენ ოპტიმისტურად და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენი სურვილია, აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა. დაველოდებით ამერიკული მხარის ნაბიჯებს ამ მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

ასევე დაგაინტერესებთ

რეზო კიკნაძე: ხუჭუჭთმიან ბიჭს რომ ფეხბურთელებივით ურტყეს ფეხები არაკაცებმა, ამის გამო გასამართლდა ვინმე? ეს არ არის დანაშაული და ჩვენი ჰაერში აგდებული ქაღალდი და ბოთლია დანაშაული? ამას ეძახით სამართალს?