ბოლნისის მუნიციპალიტეტში კაცი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ქმარმა ცოლს ღალატის ნიადაგზე თავი გადაპარსა.
ამასთან, ქმარმა ცოლის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ამსახველი ვიდეო გადაიღო და თანასოფლელებს შორის გაავრცელა.
. როგორც ტაბულას შსს-ში ეუბნებიან, უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
