პოლიციამ დააკავა 27 და 30 წლის ძმები, რომლებმაც 19 წლის გოგო “ცოლად შერთვის მიზნით” მოიტaცეს. შემთხვევა ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, 27 წლის კაცმა “ცოლად შერთვის მიზნით” 19 წლის გოგოს მოტაცება განიზრახა, რისთვისაც დახმარება სთხოვა უფროს ძმას.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ბ.ი.- მ ძმის, ასევე ბრალდებულის სახით დაკავებული ქ.ი. – ს დახმარებით, 2006 წელს დაბადებულ გოგონას, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.
სამართალდამცველებმა, მომხდარი დანაშაულის თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე მყისიერად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, გატაცებული გოგონას ადგილსამყოფელი იმავე დღეს დაადინეს, ხოლო ბ.ი. და ქ.ი. ბრალდებულების სახით დააკავეს”, – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ძმებს 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
