ბოლნისი-დმანისის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

ბოლნისი-დმანისის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბოლნისი – დმანისის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს – ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
„ადგილობრივი მკვიდრის მიმართ, რომელმაც რცხილას სახეობის საშეშე მერქანი უკანონოდ მოიპოვა, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
ავტოსატრანსპორტო საშუალება დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე, გადატანილია ბოლნისის „საქმიან ეზოში“.
აღსანიშნავია, რომ ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით მონიტორინგი, რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლების პატრულირებასთნ ერთად, სახელმწიფო ტყეში განთავსებული ვიდეოხაფანგებისა და დრონების საშუალებითაც ხორციელდება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.