ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი პროექტის „შემოქმედებითი კომპასი საქართველო“ ხელმძღვანელს იოჰანეს ბაქჰაუზს შეხვდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი პროექტის „შემოქმედებითი კომპასი საქართველო“ ხელმძღვანელს იოჰანეს ბაქჰაუზს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე მხარეებმა პროექტით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან დეტალებზე ისაუბრეს და მოსალოდნელი შედეგები განიხილეს.
„პროექტი „შემოქმედებითი კომპასი“ ოთხწლიანია და საქართველოს რეგიონული ქალაქების, განსაკუთრებით კი, ინდუსტრიული და პოსტინდუსტრიული ქალაქების განვითარებაზეა ორიენტირებული.
აღნიშნული პროექტი ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და ის საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
„შემოქმედებითი კომპასი საქართველოს“ მთავარი ამოცანაა რეგიონებში ხელი შეუწყოს შესაძლებლობების გაფართოებას და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებას.
სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის პროექტების მართვის განყოფილების უფროსი გაგა ცალუღელაშვილი და პროექტის „შემოქმედებითი კომპასი საქართველო“ თანამშრომლობისა და ქსელის განვითარების მენეჯერი ლევან ხარატიშვილი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – „ტექნიკურ მთავრობაზე“ საუბარი მხარდამჭერების უპატივცემულობაა, მაშინ ვის აძლევს ამომრჩეველი ხმას, რომელ პოლიტიკურ პარტიას? – ეს ყველაფერი აბსურდის თეატრია, ჩვეულებრივი მსახიობები არიან

ირაკლი კირცხალია – სალომე ზურაბიშვილს უნდა პრეზიდენტის სასახლე „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბად აქციოს – არ გამოვრიცხავთ, არჩევნებამდე დარჩენილ ორ კვირაში პრეზიდენტის სასახლე „დაბრენდოს“ კიდეც