ბოლნისის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”, ზამურ ჭითანავა, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

“ქართული ოცნების” ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ზამურ ჭითანავა, სოფელ ჯავშანიანის, მუშევანისა და საბერეთის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრისას განიხილეს უკვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები.
მოსახლეობასთან შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მშვიდობის დიდ მნიშვნელობაზე, რომლის გარეშეც შეუძლებელია განვითარების, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და უკეთესი ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა.
„მოხარული ვარ, რომ ერთნაირად ვაფასებთ ყველაზე ძვირფასს – მშვიდობას. სწორედ მისი წყალობით შეგვიძლია ვიფიქროთ განვითარებაზე, უკეთეს პირობებზე და იმაზე, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი სოფლები უფრო კეთილმოწყობილი და კომფორტული. მჯერა, რომ ერთად აუცილებლად შევძლებთ ბოლნისის უკეთესი მომავლის შექმნას,“ – განაცხადა ზამურ ჭითანავამ.
Previous: კვლავ ვერ მოვისმინეთ გერმანიის ელჩისგან, მის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების ძალადობის დაგმობა

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში