ბოლივიის ყოფილ პრეზიდენტს, ევო მორალესს მოზარდის გაუპატიურებაში სდებენ ბრალს.
France 24-ის ინფორმაციით, მორალესმა გოგონაზე მაშინ იძალადა, როდესაც არასრულწლოვანი – 15-16 წლის იყო.
გამოცემა იტყობინება, რომ გოგონა დაფეხმძიმდა და ბავშვის დაბადების მოწმობაში მამად ევო მორალესი ჩაწერეს. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მორალესმა სოციალურ ქსელში ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა, რომ მოქმედი ხელისუფლება მის გაჩუმებას ცდილობს.
ევო მორალესი ბოლივიის პრეზიდენტის პოსტს 2006 -19 წლებში იკავებდა.