ევროლიგის მე-2 ტურში, ერთ-ერთი მაგარი მატჩი კაუნასში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “ჟალგირისმა” გასული სეზონის გამარჯვებული “ფენერბაჰჩე” 84:81 დაამარცხა. მთელი შეხვედრა ქულა-ქულაში წარიმართა, ბოლო წუთები კი ნამდვილ თრილერად იქცა.
მასპინძელთა მხრიდან ნიგელ უილიამს გოსმა გუნდს 20 ქულა, 2 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.
სილვაინ ფრანსისკომ 18, ხოლო მოუზეს რაითმა 11 ქულა მიითვალა.
თურქების მხრიდან სათადარიგო სკამიდან შემოსულმა უეიდ ბოლდვინმა ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა, მიუხედავად მარცხისა ამერიკელმა გამთამაშებელმა 36 ქულა დააგროვა, ასევე 2 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა. ძირითადი ხუთეულიდან ყველაზე შედეგიანი დევონ ჰოლი გახლდათ, რომელმაც აქტივში 12 ქულა ჩაიწერა.
2 ტურის შემდეგ “ჟალგირისს” 2-დან 2 მოგება აქვს, პირველ ადგილსაც არავის უთმობს, 10 ოქტომბერს კი “ბაიერნს” ესტუმრება. რაც შეეხება “ფენერს”, 1 მოგება და ამდენივე მარცხი აქვს, მომდევნო შეხვედრას იმავე 10 ოქტომბერს, “ცრვენა ზვეზდასთან” გამართავს.
[VIDEO] ევროლიგის გამარჯვებული ფენერბაჰჩე გახდა
[VIDEO] მარკოიშვილის “მონაკომ” “ოლიმპიაკოსი” დაამარცხა და ევროლიგის ფინალში ითამაშებს
დავით ხოჭოლავამ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა
