ბოლდვინის 2 ქულა და დინვიდის დებიუტი – “ბაიერნმა” “ვირტუსს” მარტივად სძლია

ევროლიგის მე-8 ტურში მიუნხენის “ბაიერნმა” ბოლონიის “ვირტუსს” უმასპინძლა 86:70 დაამარცხა.
მასპინძელთა რიგებში საქართველოს პასპორტის მქონე კამარ ბოლდუინმა მოედანზე 15 წუთი დაჰყო, რა დროშიც 2 ქულა (2/2 საჯარიმო, 3 მოხსნა (1 მეტოქის ფარზე), 1 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე ჩაჭრა დააგროვა.
გერმანელთა რიგებში NBA-ის ყოფილ მოთამაშეს, სპენსერ დინვიდის ჰქონდა დებიუტი. ამერიკელმა თავი 6 ქულით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.
ანდრეას ობსტმა 21, ხოლო აიზია მაიკმა 17 ქულა ჩააგდეს.
ბოლონიელთა შემადგენლობაში ალენ სმაილაგიჩმა 17 ქულა დააგროვა, კარსენ ედვარდსმა კი – 16.
ამრიგად, ორივე გუნდს 4-4 გამარჯვება აქვთ, “რეკორდმაისტერი” მომდევნო შეხვედრას 7 ნოემბერს, “პარიზთან” გამართავს, “ვირტუსი” 6 ნოემბერს “ბასკონიას” ესტუმრება.
ბოლდვინის 36 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა – ჟალგირისმა “ფენერბაჰჩე” მძიმე შეხვედრაში დაამარცხა
[VIDEO] ევროლიგის გამარჯვებული ფენერბაჰჩე გახდა
[VIDEO] მარკოიშვილის “მონაკომ” “ოლიმპიაკოსი” დაამარცხა და ევროლიგის ფინალში ითამაშებს
რატომ არ ითამაშა საქართველოს ნაკრებში ბოლდუინმა – GBF.GE სიტუაციას განმარტავს
საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას “ბაიერნში” გააგრძელებს
[VIDEO] ბოლდუინის პირველი სასტარტო “ბაიერნში” – გერმანულმა გუნდმა “მილანი” დაამარცხა
ახალი ამერიკელი საქართველოს ნაკრებში
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა “ბაიერნში” გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი