ბოკუჩავა ხსნის, რატომ დატოვა ენმ-მ “წინააღმდეგობის პლატფორმას”

ენმ-ის თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავამ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” ისაუბრა იმაზე, თუ რატომ დატოვა პარტია “ნაციონალურმა მოძრაობამ” “წინააღმდეგობის პლატფორმა”.
როგორც მან გადაცემაში აღნიშნა, ამის მთავარი მიზეზი 31 მარტის აქციაზე ს სიტყვით გამოსვლა გახდა, როდესაც მან “ვერავითარი სიახლე ვერ გააჟღერა.
მისივე თქმით, “წინააღმდეგობის პლატფორმაში” ყველაზე დიდი დისტანცია სწორედ ნაციონალურ მოძრაობასა და სალომე ზურაბიშვილს შორის იყო და ამის ერთ-ერთ მიზეზად თინათინ ბოკუჩავამ ის დაასახელა, რომ სალომე ზურაბიშვილმა არ შეიწყალა.
“31 მარტის აქციაზე, სალომე ზურაბიშვილის განცხადების შემდეგ, რომელმაც, ჩემი აზრით, საზოგადოებისთვის ვერანაირი სიახლე ვერ გააჟღერა, ჩვენ ვთქვით, რომ ამ ფორმატში მონაწილეობას არ მივიღებდით.
ყველაზე დიდი დისტანცია „ნაციონალურ მოძრაობასა“ და სალომე ზურაბიშვილს შორის არსებობდა. რატომ? იმიტომ, რომ ერთმა პროევროპულმა პრეზიდენტმა არ შეიწყალა მეორე პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილს ამასთან დაკავშირებით არანაირი ახსნა არ ჰქონდა, ეს იყო პირად გემოვნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება”, – თქვა ბოკუჩავამ გადაცემაში.
31 მარტის საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას წინააღმდეგობის პლატფორმა პროევროპული პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით. პლატფორმა ღიაა ყველა პროევროპული პარტიისა და ჯგუფისთვის, რომლებიც მზად არიან, „პოლიტიკური შეუთავსებლობის მიუხედავად“ , იმუშაონ ორი მიზნის მისაღწევად:
დაინიშნოს ახალი, სამართლიანი ;
გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები.