ბოკუჩავა: ჩვენ გავცვალეთ ჩვენი ვიზიტებისას მიღებული გზავნილები ევროპელებისგან

ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტთან შეხვედრაზე ევროპული ვიზიტებისას მიღებული გზავნილები გაცვალეს.
“პრეზიდენტი იმყოფებოდა ევროპაში, მეც ვიმყოფებოდი ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეაზედა შემდეგ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე დუბლინში, ასე რომ ჩვენ გავცვალეთ ჩვენი ვიზიტებისას მიღებული გზავნილები ევროპელებისგან, რომლებიც ადასტურებენ პრეზიდენტთან, ისევე როგორც ჩვენთან, რომ ევროპის კარი ღიაა საქართველოსთვის და რომ ერთადერთ დაბრკოლებას ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე საქართველოსთვის წარმოადგენს ს ხელისუფლება, რომელიც საბოტირებს ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს”, – აღნიშნა ბოკუჩავამ.
ამასთან, ენმ-ის ლიდერის თქმით, შეხვედრისაზე ს დღისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის თავისუფალი არჩევნის დაცვის მნიშვნელობა განიხილეს.
“ჩვენ ასევე ვისაუბრეთ არჩევნების დღის მნიშვნელობაზე და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი არჩევანი დავიცვათ საერთო ძალისხმევით, იმიტომ რომ კარგად გვესმის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების როლი საქართველოს ევროპულ მომავალში”, – თქვა ბოკუჩავამ.
პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში ოპოზიციის ქალ წარმომადგენლებს შეხვდა. ზურაბიშვილმა ისინი თავად მიიწვია და თითოეულს ინდივიდუალურად გაესაუბრა. შეხვედრის თემა ქართული ქარტია და მისი შესრულების ტექნიკური დეტალები იყო.